ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი ცაგარეიშვილი: მიმდინარე წელს იგეგმება 58 მილიონი ლარის მთლიანად ათვისება. პროგრამა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც

დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე გაგრძელდება — ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, წელს 58 მილიონი ლარის სრულად ათვისება იგეგმება და თანხა რიგითობის მიხედვით გაიცემა.

გიორგი ცაგარეიშვილი: მიმდინარე წელს იგეგმება 58 მილიონი ლარის მთლიანად ათვისება. პროგრამა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც
გიორგი ცაგარეიშვილი: მიმდინარე წელს იგეგმება 58 მილიონი ლარის მთლიანად ათვისება. პროგრამა გაგრძელდება მომდევნო წლებშიცრუსთავი 2

19 ოქტომბრიდან, დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება. ახალი პროგრამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა ისაუბრა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება:

"საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია პრემიერ-მინისტრის მიერ გახმოვანებულმა ინიციატივამ, რომელიც ითვალისწინებს დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფას. უკვე ორშაბათიდან, დილის 9 საათიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განთავსებულ იუსტიციის სახლებში ელექტრონული ფორმით მივიღებთ განაცხადებს და დავიწყებთ მათ დამუშავებას. კომპენსაციები გაიცემა განაცხადების შემოტანის რიგითობის მიხედვით, იქამდე, სანამ მთავრობის მიერ ამ პროგრამისთვის გამოყოფილ 58 მილიონ ლარს არ გავხარჯავთ. კომპენსაციების გაცემა განაცხადების მიღების დასრულდებიდან არაუგვიანეს 45 დღის ვადაში დაიწყება. როგორც აღვნიშნე, მიმდინარე წელს იგეგმება 58 მილიონი ლარის მთლიანად ათვისება. პროგრამა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც, იქამდე, სანამ ერთი დევნილი ოჯახი მაინც იქნება ამ პროგრამაში ჩართვის მოსურნე“.

გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, მიუხედავად 45-დღიანი ვადისა, როგორც კი გარკვეული რაოდენობის განაცხადები დაგროვდება, დევნილთა სააგენტო, პროცესის სწრაფად წარმართვის მიზნით, მონიტორინგის დაიწყებს.

მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა, პროგრამაში ჩართვისთვის საჭირო კრიტერიუმებზე. ცაგარეიშვილის განმარტებით, პროგრამაში მონაწილეობის მთავარი პირობაა, რომ დევნილის სტატუსის მქონე პირს, არ ჰქონდეს სახელმწიფოსგან მიღებული საცხოვრებელი ფართი ან რაიმე სახის კომპენსაცია:

"ორი მთავარი ამოსავალია პროგრამაში მონაწილეობისთვის, როგორც დევნილს, არ უნდა გქონდეს მიღებული სარგებელი სახელმწიფოს მხრიდან და უნდა იყო დევნილის სტატუსის მქონე, სხვა კრიტერიუმი გამორიცხეთ. იმისათვის, რომ სწრაფი ტემპით წასულიყო ამ პროგრამის განხორციელება, ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერები მოვხსენით კომპენსაციის მიღების გზაზე და მგონია, რომ ეს შეძლო მინისტრის ბრძანებამ, რომელიც გუშინ შევიდა ძალაში. ამ პროგრამის ფარგლებში, დევნილს შესაძლოა ჰქონდეს, ან არც ჰქონდეს კერძო საკუთრება, ეს ხელისშემშლელ ფაქტორად არ ჩაითვლება“.

გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსახლების პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებულნი იქნებიან მხოლოდ ის დევნილი პირები, რომლებიც დაბადებულები არიან 2023 წლის 1 იანვრამდე.

"ხშირია ოჯახების ხელოვნურად გაყოფის მცდელობები და სწორედ ასეთი შემთხვევების გამორიცხვის მიზნით ჩატარდება მონიტორინგი. მონიტორინგი იქნება უმარტივესი, საცხოვრებლის მიხედვით გადამოწმდებიან ოჯახები, მათი შემადგენლობა და შემდეგ უკვე გადაინაცვლებს ეს განაცხადი საკომპენსაციოდ“.

გიორგი ცაგარეიშვილის განმარტებით, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება დევნილთა განსახლების მიმდინარე პროგრამებიც:

"მოგეხსენებათ, ჩვენ ინტენსიურად ვაშენებთ ბინებს, მაგალითისთვის, მომდევნო წელს, ზუგდიდში 1700-ზე მეტ ბინას გადავცემთ დევნილებს, რითაც საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის ერთი ეტაპი დასრულდება, რომლის ფარგლებშიც, თბილისში და ქუთაისში უკვე განვასახლეთ ოჯახები, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში კი მიმდინარეობს მშენებლობები, ხუთივე საცხოვრებელ კომპლექსში ჯამში, 6000-მდე დევნილი ოჯახი დაიდებს ბინას და ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. ასევე, გრძელდება „სოფლად სახლის“ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ წელს 2000-ზე მეტ ოჯახს შევუსყიდეთ სახლი“.

მინისტრის მოადგილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან დღემდე, სხადასხვა პროგრამის ფარგლებში ღირსეული საცხოვრებლით 45 000-ზე მეტი დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული, კვლავ რჩება იძულებით გადაადგილებული ოჯახების გარკვეული რაოდენობა, რომელთაც არც ერთი პროგრამით არ უსარგებლიათ. ფულადი კომპენსაციის პროგრამა დევნილთა უზრუნველყოფის ტემპის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით ამოქმედდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია პრემიერ-მინისტრის მიერ გახმოვანებულმა ინიციატივამ, რომელიც ითვალისწინებს დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფას. უკვე ორშაბათიდან, დილის 9 საათიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განთავსებულ იუსტიციის სახლებში ელექტრონული ფორმით მივიღებთ განაცხადებს და დავიწყებთ მათ დამუშავებას. კომპენსაციები გაიცემა განაცხადების შემოტანის რიგითობის მიხედვით, იქამდე, სანამ მთავრობის მიერ ამ პროგრამისთვის გამოყოფილ 58 მილიონ ლარს არ გავხარჯავთ. კომპენსაციების გაცემა განაცხადების მიღების დასრულდებიდან არაუგვიანეს 45 დღის ვადაში დაიწყება. როგორც აღვნიშნე, მიმდინარე წელს იგეგმება 58 მილიონი ლარის მთლიანად ათვისება. პროგრამა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც, იქამდე, სანამ ერთი დევნილი ოჯახი მაინც იქნება ამ პროგრამაში ჩართვის მოსურნე“
გიორგი ცაგარეიშვილი
„ორი მთავარი ამოსავალია პროგრამაში მონაწილეობისთვის, როგორც დევნილს, არ უნდა გქონდეს მიღებული სარგებელი სახელმწიფოს მხრიდან და უნდა იყო დევნილის სტატუსის მქონე, სხვა კრიტერიუმი გამორიცხეთ. იმისათვის, რომ სწრაფი ტემპით წასულიყო ამ პროგრამის განხორციელება, ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერები მოვხსენით კომპენსაციის მიღების გზაზე და მგონია, რომ ეს შეძლო მინისტრის ბრძანებამ, რომელიც გუშინ შევიდა ძალაში. ამ პროგრამის ფარგლებში, დევნილს შესაძლოა ჰქონდეს, ან არც ჰქონდეს კერძო საკუთრება, ეს ხელისშემშლელ ფაქტორად არ ჩაითვლება“
გიორგი ცაგარეიშვილი
„ხშირია ოჯახების ხელოვნურად გაყოფის მცდელობები და სწორედ ასეთი შემთხვევების გამორიცხვის მიზნით ჩატარდება მონიტორინგი. მონიტორინგი იქნება უმარტივესი, საცხოვრებლის მიხედვით გადამოწმდებიან ოჯახები, მათი შემადგენლობა და შემდეგ უკვე გადაინაცვლებს ეს განაცხადი საკომპენსაციოდ“
გიორგი ცაგარეიშვილი
„მოგეხსენებათ, ჩვენ ინტენსიურად ვაშენებთ ბინებს, მაგალითისთვის, მომდევნო წელს, ზუგდიდში 1700-ზე მეტ ბინას გადავცემთ დევნილებს, რითაც საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის ერთი ეტაპი დასრულდება, რომლის ფარგლებშიც, თბილისში და ქუთაისში უკვე განვასახლეთ ოჯახები, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში კი მიმდინარეობს მშენებლობები, ხუთივე საცხოვრებელ კომპლექსში ჯამში, 6000-მდე დევნილი ოჯახი დაიდებს ბინას და ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. ასევე, გრძელდება „სოფლად სახლის“ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ წელს 2000-ზე მეტ ოჯახს შევუსყიდეთ სახლი“
გიორგი ცაგარეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
10 000 ლარი ოჯახის თითოეულ წევრს - დევნილთა ფულადი კომპენსაციის პროგრამა 19 ოქტომბრიდან იწყებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები