გიორგი ცაგარეიშვილი: 19 ოქტომბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განთავსებული იუსტიციის სახლების მეშვობით, ელექტრონული ფორმით, მივიღებთ განაცხადებს. დავიწყებთ მათ დამუშავებას და დევნილებისთვის კომპენსაცია გაიცემა განაცხადების შემოტანის რიგითობის მიხედვით
გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, დევნილებისთვის კომპენსაციის გასაცემად 58 მილიონი ლარია გამოყოფილი; განაცხადების მიღება იუსტიციის სახლებში 19 ოქტომბერს დაიწყება, დაფინანსება კი რიგითობის მიხედვით, თანხის ამოწურვამდე გაიცემა.

ჩვენ უკვე 19 ოქტომბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განთავსებული იუსტიციის სახლების მეშვობით, ელექტრონული ფორმით, მივიღებთ განაცხადებს. დავიწყებთ მათ დამუშავებას და დევნილებისთვის კომპენსაცია გაიცემა განაცხადების შემოტანის რიგითობის მიხედვით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, იყვნენ დევნილები, რომლებსაც არ მიუღიათ კომპენსაცია და არ უსარგებლიათ რაიმე სახის პროგრამებით.
„ჩვენ გადავწყვიტეთ საჭირო იყო, იმგვარი პროგრამის შემუშავება, მოფიქრება და დანერგვა, რომელიც გასწვდებოდა ყველას, განურჩევლად იმისა მათ აქამდე ჰქონდათ, შეძენილი საკუთრება, თუ საერთოდ არ ჰქონდათ მიღებული სახელმწიფოსგან რაიმე, ბინა, სოფლად სახლი ან სხვა რაიმე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, კომპენსაცია ეკუთვნის იმ დევნილ მოქალაქეს, რომელსაც ბოლო 35 წლის განმავლობაში რაიმე სარგებელი არ მიუღია.
„ორი ამოსავალი პრინციპია - შენ არ უნდა გქონდეს მიღებული სარგებელი და შენ უნდა იყო დევნილი. სხვა კრიტერიუმი ჩვენ გამოვრიცხეთ, რათა ამ პროგრამის განხორციელება სწრაფად მომხდარიყო, ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერები მოგვეხსნა კომპენსაციის მიღების გზაზე. ვფიქრობ, ეს შეძლო მინისტრის ბრძანებამ, რომელიც გუშინ შევიდა ძალაში და ჩვენ უკვე 19 ოქტომბრიდან, 09:00 საათიდან, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე განთავსებული იუსტიციის სახლების მეშვეობით, ელექტრონული ფორმით, მივიღებთ განაცხადებს. დავიწყებთ მათ დამუშავებას და კომპენსაცია გაიცემა განაცხადების შემოტანის რიგითობის მიხედვით“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, ამ მიზნით მთავრობის მიერ 58მლნ ლარია გამოყოფილი. შესაბამისად, რიგითობის მიხედვით დაკმაყოფილდება განაცხადები, სანამ თანხა არ ამოიწურება.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ განაცხადების მიღება 2 ნოემბრამდე გაგრძელდება. დაახლოებით, 17 დეკემბრიდან კი დაიწყება კომპენსაციების გაცემა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატია10 000 ლარი ოჯახის თითოეულ წევრს - დევნილთა ფულადი კომპენსაციის პროგრამა 19 ოქტომბრიდან იწყება
დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან იწყება
ჯანდაცვის სამინისტრო დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან იწყება
დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან იწყება
დევნილებისთვის 10 000-ლარიან კომპენსაციაზე განაცხადების მიღება იწყება – როგორია პროცედურა
გიორგი ცაგარეიშვილი: მიმდინარე წელს იგეგმება 58 მილიონი ლარის მთლიანად ათვისება. პროგრამა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც
გიორგი ცაგარეიშვილი: მიმდინარე წელს იგეგმება 58 მილიონი ლარის მთლიანად ათვისება. პროგრამა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ გადავწყვიტეთ საჭირო იყო, იმგვარი პროგრამის შემუშავება, მოფიქრება და დანერგვა, რომელიც გასწვდებოდა ყველას, განურჩევლად იმისა მათ აქამდე ჰქონდათ, შეძენილი საკუთრება, თუ საერთოდ არ ჰქონდათ მიღებული სახელმწიფოსგან რაიმე, ბინა, სოფლად სახლი ან სხვა რაიმე“
„ორი ამოსავალი პრინციპია - შენ არ უნდა გქონდეს მიღებული სარგებელი და შენ უნდა იყო დევნილი. სხვა კრიტერიუმი ჩვენ გამოვრიცხეთ, რათა ამ პროგრამის განხორციელება სწრაფად მომხდარიყო, ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერები მოგვეხსნა კომპენსაციის მიღების გზაზე. ვფიქრობ, ეს შეძლო მინისტრის ბრძანებამ, რომელიც გუშინ შევიდა ძალაში და ჩვენ უკვე 19 ოქტომბრიდან, 09:00 საათიდან, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე განთავსებული იუსტიციის სახლების მეშვეობით, ელექტრონული ფორმით, მივიღებთ განაცხადებს. დავიწყებთ მათ დამუშავებას და კომპენსაცია გაიცემა განაცხადების შემოტანის რიგითობის მიხედვით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…