ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა სუთიაშვილი: ქართველი სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ყველაზე დიდი ელჩები არიან

შალვა სუთიაშვილმა ქართველი სპორტსმენების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას დესტრუქციული უწოდა და განაცხადა, რომ ამგვარი რეაქციების მიღმა ქვეყნის სიმბოლოების მიმართ გაუცხოება იმალება. მისი თქმით, სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ყველაზე დიდი ელჩები არიან.

შალვა სუთიაშვილი: ქართველი სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ყველაზე დიდი ელჩები არიან
შალვა სუთიაშვილი: ქართველი სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ყველაზე დიდი ელჩები არიანრუსთავი 2

დედაქალაქის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომაზე ყურადღება იმ წარმატებებზე გაამახვილა, რომელსაც ქართულმა სპორტმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიაღწია.

როგორც შალვა სუთიაშვილმა განაცხადა, ამ მოკლე პერიოდში საქართველომ უმასპინძლა რამდენიმე უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ტურნირს, რომელთა ფარგლებშიც ჩვენს ქვეყანას 1000-მდე უცხოელი ათლეტი ესტუმრა.

მან ასევე იმ შთამბეჭდავ შედეგებზე ისაუბრა, რომლითაც ქართველმა სპორტსმენებმა დაასრულეს ასპარეზობა.

აღნიშნულის ფონზე, საკრებულოს წევრისთვის სრულიად მიუღებელი და დესტრუქციულია ის არაეთიკური კრიტიკა და შეურაცხყოფა, რომელსაც გარკვეული ჯგუფები ჩვენი სპორტსმენების მისამართით გამოხატავენ. სპორტსმენები, რომლებიც მძიმე ტრავმების მიუხედავად, ბოლომდე ინარჩუნებენ პროფესიონალიზმს და სამშობლოს გამარჯვებას უძღვნიან, არიან საქართველოს ყველაზე დიდი ელჩები საერთაშორისო ასპარეზზე.

"მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამგვარი ნეგატიური რეაქციების მიღმა იმალება გაუცხოება საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლოების - ჰიმნისა და დროშის მიმართ. მაშინ, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა აღფრთოვანებულია ქართული ფენომენით და სხვადასხვა ქვეყნებში ბავშვებს ქართველი ჩემპიონების სახელებს არქმევენ, შიდა დისკრედიტაციის მცდელობები ყოვლად დაუშვებელია.

მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ სპორტსმენების ღვაწლს. მათ დაცვასა და საზოგადოებრივ მხარდაჭერას ჩვენ - საქართველოს მოსახლეობა და ერთგული გულშემატკივრები უზრუნველვყოფთ’’,- განაცხადა შალვა სუთიაშვილმა და თითოეულ სპორტსმენს გაწეული თავდადებისთვის და პროფესიონალიზმისთვის, ხოლო საქართველოს ხელისუფლებასა და შესაბამის უწყებებს ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურული და ორგანიზაციული შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის, რამაც ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე მასპინძლის მაღალი სტატუსი შეუნარჩუნა მადლობა გადაუხადა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი - "ასკანელი რეზორტი" კახეთს კიდევ უფრო მეტ ტურისტულ მიზიდულობას შესძენს, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს სასტუმრო შექმნის 100 მუდმივ სამუშაო ადგილს ადგილობრივი მოსახლეობისთვისწაიკითხე

უახლესი ამბები