ვატო ყიფიანს, „კაწროს“ და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა („კაწრო“) და შოთა ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილის („კაწროს“) და შოთა ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო.
დაცვის მხარე დაკავებულებისთვის 3 000 – 3 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ, პროკურატურა კი – პატიმრობას.
სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ადვოკატებმა განაცხადეს, რომ დაკავებულები დუმილის უფლებით სარგებლობდნენ.
ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი („კაწროს“) და შოთა ყიფიანი გუშინ, 15 ოქტომბერს, დააკავეს. მათ ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით) აქვთ წარდგენილი, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის თანახმად, ბრალდებულები 14 ოქტომბერს თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს, რომელმაც ფიზიკური ტკივილი განიცადა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
10 სტატიავატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს ბრალი წაუყენეს, პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს
პროკურატურამ ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს ბრალი წარუდგინა
პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას, რის გამო დააკავეს ვატო ყიფიანი და "კაწრო"
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს და შოთა ყიფიანს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს და შოთა ყიფიანს ბრალდება წარუდგინა
„ჯგუფური ცემა“ თბილისის ერთ-ერთ რესტორანში - ყიფიანსა და ბილანიშვილს ბრალი წარუდგინეს
"პირველების" ინფორმაციით, ვატო ყიფიანი და "კაწრო" ბრალს არ აღიარებენ - სასამართლო დღეს გაიმართება
სასამართლო "კაწროს", ვატო ყიფიანის და შოთა ყიფიანის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს
პროკურორის განცხადებით, სამივე ბრალდებულის: ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროსა“ და შოთა ყიფიანის მიმართ პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს
ვატო ყიფიანი, “კაწრო“ და შოთა ყიფიანი პატიმრობაში გაუშვეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…