ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"პირველების" ინფორმაციით, ვატო ყიფიანი და "კაწრო" ბრალს არ აღიარებენ - სასამართლო დღეს გაიმართება

შინაგან საქმეთა სამინისტროსაქართველოს პროკურატურა

„პირველების“ ინფორმაციით, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჟვანია (ვატო ყიფიანი), ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ბრალს არ აღიარებენ. გამოძიების ცნობით, ისინი თბილისში, რესტორანში ფიზიკურად გაუსწორდნენ პირს; პროკურატურა მათთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

"პირველების" ინფორმაციით, ვატო ყიფიანი და "კაწრო" ბრალს არ აღიარებენ - სასამართლო დღეს გაიმართება
"პირველების" ინფორმაციით, ვატო ყიფიანი და "კაწრო" ბრალს არ აღიარებენ - სასამართლო დღეს გაიმართებაTV პირველი

"პირველების" ინფორმაციით, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჟვანია (იგივე ვატო ყიფიანი), "კაწრო" ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიან ბრალს არ აღიარებენ.

ბრალდებულების სასამართლო პროცესსი დღეს გაიმათება - "პირველების" ინფომაციით, საქმე მოსამართე დავით კურტანიძეს დაეწერა.

ვატო ყიფინია, "კაწრო" და შოთა ყიფიანი გუშინ დააკავეს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვახტანგ ჟვანია (იგივე ვატო ყიფიანი), ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს, რომელმაც პროკურატურის ცნობით, ფიზიკური ტკივილი განიცადა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას, რის გამო დააკავეს ვატო ყიფიანი და "კაწრო"წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები