პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სასამართლო "კაწროს", ვატო ყიფიანის და შოთა ყიფიანის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

საქალაქო სასამართლოში ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ავთანდილ ბილანიშვილის („კაწრო“), ვატო ყიფიანისა და შოთა ყიფიანის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი 3000-ლარიან გირაოს შუამდგომლობს.

სასამართლო "კაწროს", ვატო ყიფიანის და შოთა ყიფიანის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს
TV პირველი

საქალაქო სასამართლოში ძალადობის ბრალდებით დაკავებული ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს", ვატო ყიფიანის და შოთა ყიფიანის პროცესი მიმდინარეობს.

ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაზე მოსამართლე დავით კურტანიძე მსჯელობს.

პროკურატურა დაკავებულების მიმართ პატიმრობას ითხოვს. ადვოკატები კი ამბობენ, რომ სასამართლოს 3000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობიოთ მიმართავენ.

მოვინახულე, ამ ეტაპზე სარგებლობენ დუმილის უფლებით . საქმესთან დაკავშირებით არანაირი კომენტარის გაკეთება არ სურთ. ბრალი აქვთ წარდგენილი ჯგუფურ ძალადობაზე. პროკურატურა შედის პატიმრობით, ჩვენ ვითხოვთ მინიმალურ გირაოს, 3000 ლარის ოდენობით. დუმილის უფლებას იყენებენ", - ამბობს ადვოკატი.

ვატო ყიფიანი, "კაწრო" და შოთა ყიფიანი გუშინ დააკავეს. საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვახტანგ ჟვანია (იგივე ვატო ყიფიანი), ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს, რომელმაც პროკურატურის ცნობით, ფიზიკური ტკივილი განიცადა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

10 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 7ნეიტრალური 1
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურივატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს ბრალი წაუყენეს, პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს
  2. ფორმულაოპოზიციურიპროკურატურამ ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს ბრალი წარუდგინა
  3. TV პირველიოპოზიციურიპროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას, რის გამო დააკავეს ვატო ყიფიანი და "კაწრო"
  4. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს და შოთა ყიფიანს ბრალდება წარუდგინა
  5. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს და შოთა ყიფიანს ბრალდება წარუდგინა
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„ჯგუფური ცემა“ თბილისის ერთ-ერთ რესტორანში - ყიფიანსა და ბილანიშვილს ბრალი წარუდგინეს
  7. TV პირველიოპოზიციური"პირველების" ინფორმაციით, ვატო ყიფიანი და "კაწრო" ბრალს არ აღიარებენ - სასამართლო დღეს გაიმართება
  8. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურორის განცხადებით, სამივე ბრალდებულის: ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროსა“ და შოთა ყიფიანის მიმართ პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს
  9. TV პირველიოპოზიციურივატო ყიფიანი, “კაწრო“ და შოთა ყიფიანი პატიმრობაში გაუშვეს
  10. ნეტგაზეთიოპოზიციურივატო ყიფიანს, „კაწროს“ და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს ძალადობის ბრალდებით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები