პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი ცაგარეიშვილი: 2023 წლის პირველ იანვრამდე ვინც არის დაბადებული დევნილთა ოჯახებში, მათ რა თქმა უნდა, კომპენსაციის მიღება ეხებათ

საქართველოს პარლამენტი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ დევნილთა ოჯახებში 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ არასრულწლოვნებზე კომპენსაცია და სახელმწიფო პროგრამები აღარ გავრცელდება.

გიორგი ცაგარეიშვილი: 2023 წლის პირველ იანვრამდე ვინც არის დაბადებული დევნილთა ოჯახებში, მათ რა თქმა უნდა, კომპენსაციის მიღება ეხებათ
იმედინიუსი

2023 წლის პირველ იანვრამდე ვინც არის დაბადებული დევნილთა ოჯახებში, მათ რა თქმა უნდა, კომპენსაციის მიღება ეხებათ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისი თქმით, 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული არასრულწლოვნები ვერც კომპენსაციით ისარგებლებენ და არც სხვა პროგრამებში იღებენ მონაწილეობას.

„2023 წლის პირველ იანვრამდე ვინც არის დაბადებული, მას რა თქმა უნდა, ეხება კომპენსაციის მიღება. 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ ვინც არის დაბადებული დევნილთა ოჯახებში, მათ არ ეკუთვნით არც ეს კომპენსაცია და არც სხვა პროგრამებში მონაწილეობენ. ეს ჩანაწერი დევნილთა შესახებ კანონში გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო მოხვდა საქართველოს პარლამენტის მიერ. მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ მართებული ჩანაწერია. დანარჩენი, ყველას, დევნილებს ნებაყოფლობით შეუძლიათ მობრძანდნენ და გააკეთონ განაცხადები“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან დაიწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოგიორგი ცაგარეიშვილი: დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციების პროგრამა გაგრძელდება შემდეგ წლებშიც, იქამდე, სანამ ერთი დევნილი ოჯახი იქნება ამ პროგრამაში ჩართვის მოსურნე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„2023 წლის პირველ იანვრამდე ვინც არის დაბადებული, მას რა თქმა უნდა, ეხება კომპენსაციის მიღება. 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ ვინც არის დაბადებული დევნილთა ოჯახებში, მათ არ ეკუთვნით არც ეს კომპენსაცია და არც სხვა პროგრამებში მონაწილეობენ. ეს ჩანაწერი დევნილთა შესახებ კანონში გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო მოხვდა საქართველოს პარლამენტის მიერ. მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ მართებული ჩანაწერია. დანარჩენი, ყველას, დევნილებს ნებაყოფლობით შეუძლიათ მობრძანდნენ და გააკეთონ განაცხადები“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი ცაგარეიშვილი: 19 ოქტომბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განთავსებული იუსტიციის სახლების მეშვობით, ელექტრონული ფორმით, მივიღებთ განაცხადებს. დავიწყებთ მათ დამუშავებას და დევნილებისთვის კომპენსაცია გაიცემა განაცხადების შემოტანის რიგითობის მიხედვითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები