საქართველოს ეროვნული ბანკი: 2026 წლის აგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 295.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 295.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით 8.2%-ით ნაკლებია. უწყების ცნობით, კლება ძირითადად რუსეთიდან გზავნილების 87.7%-იანი შემცირებითაა განპირობებული, თუმცა ევროკავშირის ქვეყნებიდან და სხვა ძირითადი პარტნიორებიდან გზავნილები გაიზარდა.

2026 წლის აგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 295.2 მლნ აშშ დოლარი (772.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 8.2%-ით (26.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2025 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, აგვისტოში ფულადი გზავნილების კლება დიდწილად რუსეთიდან გზავნილების წლიურად 87.7%-ით შემცირებამ განაპირობა. ამასთან, ძირითადი ეკონომიკური პარტნიორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილები კვლავ იზრდება.
"ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი კვლავ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. აგვისტოში ევროკავშირიდან გადმორიცხულმა თანხამ 149.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ფულადი გზავნილების 50.8%-ია. ევროკავშირიდან გზავნილები წლიურად 3.9%-ით გაიზარდა, ხოლო ცალკეული ქვეყნების მიხედვით მაღალი წილით კვლავ იტალია, გერმანია და საბერძნეთი გამოირჩევა.
ამასთან, ზრდა დადასტურდა სხვა ძირითადი პარტნიორი ქვეყნებიდანაც. აშშ-დან გზავნილები წლიურად 8.2%-ით გაიზარდა და 64.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ისრაელიდან - 24.9%-ით, 27.9 მლნ აშშ დოლარამდე, ხოლო თურქეთიდან -11.9%-ით, 10.6 მლნ აშშ დოლარამდე.
2026 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.6 მლნ აშშ დოლარი (88.0 მლნ აშშ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2025 წლის აგვისტოს (35.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.8%-ით ნაკლებია", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- BM.GEაგვისტოში ფულადი გზავნილები 8.2%-ით შემცირდა - მთავარი მიზეზი რუსეთიდან კლებაა
- რუსთავი 22026 წლის აგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 295.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - ეროვნული ბანკი
- BM.GEწელს საქართველოში $2.5 მლრდ გადმოირიცხა - ყველაზე მეტი აშშ-დან და იტალიიდან
- ნეტგაზეთიაგვისტოში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 88%-ით შემცირდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…