პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: „გახარია საქართველოსთვის“ დღემდე არ აღიარებს კონსტიტუციურ წყობილებას, არ აღიარებენ

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სარჩელში დაემატა, რადგან პარტია დღემდე არ აღიარებს კონსტიტუციურ წყობილებას და ხელისუფლების ლეგიტიმაციას. კობახიძის თქმით, მათ მიეცათ დრო სიტუაციის შესაცვლელად, თუმცა სესიის განმავლობაში მათ პოზიცია არ შეუცვლიათ.

ირაკლი კობახიძე: „გახარია საქართველოსთვის“ დღემდე არ აღიარებს კონსტიტუციურ წყობილებას, არ აღიარებენ
POSTV

„მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა, დღემდე ისინი არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ასეთ პირობებში, არაფრით არ განსხვავდება ამ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის სულისკვეთება იმ საქმიანობის სულისკვეთებისგან, რომელსაც აწარმოებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, უალტერნატივო იყო ამ სარჩელში ამ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დამატებაც”, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარტიების მიმართ საკონსტიტუციო სარჩელში პარტია „გახარია

საქართველოსთვის“ დამატებასთან დაკავშირებით.

“ჩვენ მივეცით დრო ამ პარტიას, იმისთვის, რომ ეღიარებინათ კონსტიტუციური წყობილება.

გავიდა მთელი სესია, მათ არ აღიარეს და დაუპირისპირდნენ კონსტიტუციურ წყობილებას.

მათი მრავალი განცხადება ამ შინაარსისაა. ისინი არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას.

დანარჩენი წარმოდგენილია სარჩელში. პროცესებიც იქნება საჯარო. ჩვენი არგუმენტები იქნება სასამართლოს და საზოგადოების წინაშე. ვერ გეტყვით, როდის დასრულდება. მაქსიმალური ვადა არის 9 თვე. ჩვენი სურვილია, რომ 9 თვე არ გაგრძელდეს. სასამართლო როგორც გადაწყვეტს, ეს მისი საქმეა“, – განაცხადა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე - მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას - ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან
  2. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – „გახარია საქართველოსთვის“ დღემდე არ აღიარებს კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას, აქედან გამომდინარე, უალტერნატივო იყო სარჩელში ამ პარტიის დამატებაც
  3. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: "გახარია საქართველოსთვის" დღემდე არ აღიარებს კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას, მათი საქმიანობის სულისკვეთება არაფრით განსხვავდება შესაბამისი პოლიტიკური პარტიებისაგან, ჩვენი აზრით უალტერნატივო იყო სარჩელში ამ პარტიის დამატებაც
  4. ალიაოპოზიციური“არ გვაღიარებენ” – რა გახდა გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნის მიზეზი?
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი: თუ ამა თუ იმ სუბიექტს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიას მიაჩნია, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, შეუძლია, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები