პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე – „გახარია საქართველოსთვის“ დღემდე არ აღიარებს კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას, აქედან გამომდინარე, უალტერნატივო იყო სარჩელში ამ პარტიის დამატებაც

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სარჩელში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დამატება უალტერნატივო იყო, რადგან პარტია დღემდე არ აღიარებს კონსტიტუციურ წყობილებასა და ხელისუფლების ლეგიტიმაციას. „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით ამ და სხვა ოპოზიციური პარტიების აკრძალვას მოითხოვს.

ირაკლი კობახიძე – „გახარია საქართველოსთვის“ დღემდე არ აღიარებს კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას, აქედან გამომდინარე, უალტერნატივო იყო სარჩელში ამ პარტიის დამატებაც
პირველი არხი

„გახარია საქართველოსთვის“ დღემდე არ აღიარებს კონსტიტუციურ წყობილებას, არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას, ამ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის სულისკვეთება არაფრით განსხვავდება შესაბამისი პოლიტიკური პარტიებისგან, აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, უალტერნატივო იყო სარჩელში ამ პარტიის დამატებაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სარჩელში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დამატებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, მათ ჰქონდათ დრო, რათა ეღიარებინათ კონსტიტუციური წყობილება.

„მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ასეთ პირობებში არაფრით განსხვავდება ამ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის სულისკვეთება იმ საქმიანობის სულისკვეთებისგან, რომელსაც აწარმოებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, უალტერნატივო იყო სარჩელში ამ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დამატებაც. ჩვენ მივეცით დრო ამ პარტიას, რათა ეღიარებინათ კონსტიტუციური წყობილება. გავიდა მთელი სესია, მათ არ აღიარეს და დაუპირისპირდნენ კონსტიტუციურ წყობილებას. მათი მრავალი განცხადება ამ შინაარსისაა. ისინი არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას. დანარჩენი წარმოდგენილია სარჩელში, პროცესებიც იქნება საჯარო. ჩვენი არგუმენტები იქნება სასამართლოს და საზოგადოების წინაშე. ვერ გეტყვით, როდის დასრულდება. მაქსიმალური ვადა არის ცხრა თვე, ჩვენი სურვილია, ცხრა თვე არ გაგრძელდეს. სასამართლო როგორც გადაწყვეტს, ეს მისი საქმეა“, – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს. „ქართულ ოცნებას“კონსტიტუციური სარჩელი უკვე წარდგენილი აქვს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე - მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას - ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან
  2. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: "გახარია საქართველოსთვის" დღემდე არ აღიარებს კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას, მათი საქმიანობის სულისკვეთება არაფრით განსხვავდება შესაბამისი პოლიტიკური პარტიებისაგან, ჩვენი აზრით უალტერნატივო იყო სარჩელში ამ პარტიის დამატებაც
  3. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: „გახარია საქართველოსთვის“ დღემდე არ აღიარებს კონსტიტუციურ წყობილებას, არ აღიარებენ
  4. ალიაოპოზიციური“არ გვაღიარებენ” – რა გახდა გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნის მიზეზი?
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე: თუ ვინმეს სურს რაიმე კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით, უნდა გაეცნოს სარჩელს და მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები