ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“არ გვაღიარებენ” – რა გახდა გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნის მიზეზი?

ქართული ოცნების ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნის მიზეზი ხელისუფლებისა და კონსტიტუციური წყობილების ლეგიტიმაციის არაღიარებაა. კობახიძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად პარლამენტში შესვლისა, ზოგიერთი პარტია დღემდე არ აღიარებს კონსტიტუციურ წყობილებას, რის გამოც სარჩელში მათი დამატება გახდა საჭირო.

“არ გვაღიარებენ” – რა გახდა გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნის მიზეზი?
“არ გვაღიარებენ” – რა გახდა გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნის მიზეზი?ალია

ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე, პირდაპირ და საჯაროდ ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნის მიზეზი, ლეგიტიმაციის არაღიარებაა

თქვენ იცით, რა იყო სარჩელის განახლების საფუძველი. მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე ისინი არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდება ამ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის სულისკვეთება იმ საქმიანობის სულისკვეთებისგან, რომელსაც აწარმოებენ სხვა შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, უალტერნატივო იყო ამ სარჩელში ამ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დამატებაც.

თავის დროზე ახალი შესულები იყვნენ პარლამენტში და ჩვენ მივეცით დრო ამ პარტიას იმისთვის, რომ ეღიარებინა კონსტიტუციური წყობილება, თუმცა გავიდა მთელი სესია, მათ არ აღიარეს კონსტიტუციური წყობილება, დაუპირისპირდნენ კონსტიტუციურ წყობილებას. თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ მათი მრავალი განცხადება, რომელიც ამ შინაარსისა, ისინი არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, დანარჩენი წარმოდგენილია სარჩელში. პროცესებიც იქნება საჯარო და ჩვენი არგუმენტებიც იქნება საჯაროდ წარდგენილი სასამართლოსა და საზოგადოების წინაშე.

რაც შეეხება იმას, როდის დასრულდება განხილვა, ეს არის სასამართლოზე დამოკიდებული. მაქსიმალური ვადა არის 9 თვე. ჩვენი სურვილია 9 თვე არ გაგრძელდეს, სასამართლო როგორ გადაწყვეტს, ეს მისი საქმეა“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე: კიდევ დაემატება თუ არა რომელიმე პარტია სარჩელს, კობახიძის თქმით, „ამაზე წინასწარ ვერაფერს იტყვის“.

„წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ამომწურავი სია, რომლის გარშემოც უნდა იმსჯელოს სასამართლომ. დღევანდელი მდგომარეობა ასეთია“,- განაცხადა კობახიძემ.

2025 წლის 31 ოქტომბერს “ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი და შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვა მოითხოვა :

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“

„კოალიცია ცვლილებისთვის“

„ძლიერი საქართველო – ლელო“

ამის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილში “ოცნებამ” სიას “ფედრალისტები” დაამატა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ახალ სარჩელად ითვლება და ამ 9-თვიანი ვადის ათვლა თავიდან იწყება.

გახარიას პარტიის დამატების შემთხვევაში სასამართლოს სამსჯელოდ მიეცემა კიდევ დამატებით 9+2 თვე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რა ჩაწერა “ოცნებამ” გახარიას პარტიის ასაკრძალად საკონსტიტუციო სარჩელშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები