ყველა მათგანი არა საკუთარ სამშობლოში, არამედ საკუთარი პატრონების მფარველობის ქვეშ იმყოფება - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერ ლიდერებზე
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ლიდერებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ისინი უცხოეთში საკუთარი „პატრონების მფარველობის ქვეშ“ იმყოფებიან და ქვეყანაში მტრულ დღის წესრიგს ახორციელებენ.
პარლამენტის თავმჯდომარე ხუთი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ კიდევ ერთხელ საუბრობს. მან მედიასთან "ლელოს" წევრების განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, "ლელო" სასამართლოში საკუთარ ინტერესებს საერთაშორისო სპეციალისტებთან ერთად დაიცავს.
კითხვაზე, ხომ არ არის ეს ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობა, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერები უცხოეთში სწორედ თავიანთ "პატრონებთან" გარბიან.
"ყველაფერი არის გასაგები, ისინი თავის პატრონებთან მიდიან, რომ მათ კალთას შეეფარონ. სად არის დღეს "ლელოს" თავმჯდომარე ხაზარაძე - უცხოეთში; სად არის გახარია - უცხოეთში; სად არის ვაშაძე - უცხოეთში. ყველა მათგანი არა საკუთარ სამშობლოში, არამედ საკუთარი პატრონების მფარველობის ქვეშ იმყოფება.
ეს არის საუკუნის პროცესი, რომელიც აჩვენებს იმ მძიმე რეალობას, რომელსაც საზოგადოება, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ითმენდა, როდესაც ჩვენ თვალწინ უცხოური აგენტურა დაკავებული იყო საქართველოში ქართველი ხალხის ნების ჩანაცვლებით, უცხო ძალებისა და ხელისუფლების ინტერესების გატარებით და ნებით. ამ ყველაფერს ვითმენდით იმიტომაც, რომ გარედან მნიშვნელოვანი ზეწოლა იყო და საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა იმის რესურსი, რომ ამისთვის სრულად წინააღმდეგობა გაეწია. დღეს ეს მომენტი შეიცვალა, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოში უცხოური ძალების დღის წესრიგი ტარდებოდეს ისე, როგორც ამას "ლელო", გვარამია თუ სხვები აკეთებენ, რომლებიც ქვეყანაში მტრულ დღის წესრიგს ახორციელებენ", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაშალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს არის საუკუნის პროცესი, რომელიც აჩვენებს იმ დიდ სირცხვილს, რასაც საზოგადოება სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვითმენდით, რადგან იყო მნიშვნელოვანი ზეწოლა გარედან და არ იყო ის მნიშვნელოვანი რესურსი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ ზეწოლისთვის წინააღმდეგობა გაეწია. დღეს ეს მომენტი მოვიდა. არ დავუშვებთ, რომ საქართველოში ტარდებოდეს უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი
შალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე - ეს არის საუკუნის პროცესი, რომელიც აჩვენებს იმ დიდ სირცხვილს, რომელსაც წლების განმავლობაში ვითმენდით, რადგან უცხოური აგენტურა დაკავებული იყო ხალხის ნების ჩანაცვლებით
შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ: “ეს არის საუკუნის პროცესი, რომელიც აჩვენებს იმ დიდ სირცხვილს, რასაც საზოგადოება, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვითმენდით, რადგან იყო მნიშვნელოვანი ზეწოლა გარედან და არ იყო ის მნიშვნელოვანი რესურსი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ ზეწოლისთვის წინააღმდეგობა გაეწია. დღეს ეს მომენტი მოვიდა. არ დავუშვებთ, რომ საქართველოში ტარდებოდეს უცხო ხელისუფლებებს დღის წესრიგი”
შალვა პაპუაშვილი: სად არის დღეს „ლელოს“ თავმჯდომარე ხაზარაძე?! - უცხოეთში. სად არის გახარია?! - უცხოეთში. სად არის ვაშაძე?! - უცხოეთში. საით უნდა გაქცევა სააკაშვილს?! - უცხოეთში. არ დავუშვებთ, რომ საქართველოში ტარდებოდეს უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი
ციტატები სტატიიდან
„ყველაფერი არის გასაგები, ისინი თავის პატრონებთან მიდიან, რომ მათ კალთას შეეფარონ. სად არის დღეს "ლელოს" თავმჯდომარე ხაზარაძე - უცხოეთში; სად არის გახარია - უცხოეთში; სად არის ვაშაძე - უცხოეთში. ყველა მათგანი არა საკუთარ სამშობლოში, არამედ საკუთარი პატრონების მფარველობის ქვეშ იმყოფება. ეს არის საუკუნის პროცესი, რომელიც აჩვენებს იმ მძიმე რეალობას, რომელსაც საზოგადოება, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ითმენდა, როდესაც ჩვენ თვალწინ უცხოური აგენტურა დაკავებული იყო საქართველოში ქართველი ხალხის ნების ჩანაცვლებით, უცხო ძალებისა და ხელისუფლების ინტერესების გატარებით და ნებით. ამ ყველაფერს ვითმენდით იმიტომაც, რომ გარედან მნიშვნელოვანი ზეწოლა იყო და საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა იმის რესურსი, რომ ამისთვის სრულად წინააღმდეგობა გაეწია. დღეს ეს მომენტი შეიცვალა, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოში უცხოური ძალების დღის წესრიგი ტარდებოდეს ისე, როგორც ამას "ლელო", გვარამია თუ სხვები აკეთებენ, რომლებიც ქვეყანაში მტრულ დღის წესრიგს ახორციელებენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…