პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე885 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმემიხეილ სააკაშვილი: რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? უკაცრავად და ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ როგორც ფაქტს - ჩემს მიერ კაჩინსკის გასვენებაში მიტანილ გვირგვინს, უკრაინის პრეზიდენტის და ჰილარის გამასპინძლებას, 4 პიჯაკს და 1 პალტოს აღიარებთ დანაშაულად, თუნდაც ვაზაგაშვილის და აფრასიძეების განეიტრალებას და ამისგან პარტიის გამიჯვნას ითხოვთ? ყოჩაღ თქვენ!885 ჩანაწერი · 13 მედია

პრემიერი პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე: თუ ვინმეს სურს რაიმე კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით, უნდა გაეცნოს სარჩელს და მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას

საკონსტიტუციო სასამართლო

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი სამართლებრივი საკითხია და კომენტარის გაკეთებამდე ყველა ჯერ თავად სარჩელსა და მოგვიანებით სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა გაეცნოს.

პრემიერი პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე: თუ ვინმეს სურს რაიმე კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით, უნდა გაეცნოს სარჩელს და მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას
რუსთავი 2

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ვინმეს სურს მმართველი პარტიის მიერ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის შესახებ რაიმე კომენტარის გაკეთება, ჯერ თავად სარჩელს უნდა გაეცნოს, ხოლო შემდეგ გადაწყვეტილებას.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საკითხი არ უნდა იყოს პოლიტიზებული.

"პირველ რიგში, ეს არის სამართლებრივი საკითხი. შესაბამისად, თუ ვინმეს სურს რაიმე კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით, უნდა გაეცნოს სარჩელს და მოგვიანებით გაეცნოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს არის ჩვენი მოწოდება. ამ საკითხის პოლიტიზება არის თავისთავად პრინციპების დარღვევა, მათ შორის ევროპული პრინციპების“, - აღნიშნა კობახიძემ.

მთავრობის თავმჯდომარე აგრეთვე გამოეხმაურა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების განცხადებას, რომლითაც ისინი უცხოელ პარტნიორებს საკითხით დაინტერესებას სთხოვენ.

"როდესაც ეს პარტიები ითხოვენ ამ საკითხის პოლიტიზებას, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ სულისკვეთებაზე. ეს არ არის სწორი. ეს საკითხი არ უნდა იყოს პოლიტიზებული. პირველ რიგში, ყველა უნდა გაეცნოს სამართლებრივ ნიუანსებს, სარჩელის შინაარსს; მოგვიანებით, გადაწყვეტილების შინაარსს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს, პირველ რიგში, სამართლებრივი შეფასებები და მერე ყველაფერი დანარჩენი“, - დასძინა მან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოპრემიერი პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე: თუ ვინმეს სურს რაიმე კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით, უნდა გაეცნოს სარჩელს და მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას
  2. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – პარტიების აკრძალვა ყველა დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუციით გათვალისწინებული კონსტიტუციური ინსტრუმენტია, როდესაც ითხოვენ ამ საკითხის პოლიტიზებას, ეს მიუთითებს მათ სულისკვეთებაზე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე - მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას - ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები