ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მამა-შვილის დაჭრის საქმე - პირველი ინტერვიუ ძებნილი ვალტერ როგავას დედასთან

შინაგან საქმეთა სამინისტრო

მამა-შვილის დაჭრაში ბრალდებული და ძებნილი ვალტერ როგავას დედა, მზიანი როგავა ამტკიცებს, რომ დაპირისპირება მეორე მხარემ დაიწყო, საქმის დასახურად მათგან 30 000 დოლარს ითხოვდნენ, მის შვილებს კი 18-წლიანი პატიმრობა უსამართლოდ მიუსაჯეს.

მამა-შვილის დაჭრის საქმე - პირველი ინტერვიუ ძებნილი ვალტერ როგავას დედასთან
მამა-შვილის დაჭრის საქმე - პირველი ინტერვიუ ძებნილი ვალტერ როგავას დედასთანTV პირველი

"პირველებმა" ჩაწერა პირველი ინტერვიუ ვალტერ როგავას დედასთან - პირის, რომელიც რამდენიმე დღის წინ ზამირა როგავას და შადიმან როგავას სახლში მივიდა და მამა-შვილი დაჭრა.

ვალტერ -როგავას დედა დეტალურად იხსენებს, როდის და რა ვითარებაში დაიწყო ორ ოჯახს შორის დიდი დაპირისპირება.

ქალი ამტკიცებს, რომ შადიმან როგავამ თავდაპირველად მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა, რის შემდეგაც ვალტერ როგავამ მას ხელი გაარტყა.

მზიანი როგავას თქმით, მისი შვილები პროვოკაციას წამოაგეს, რის გამოც ახლა ორივე მათგანს მრავალწლიანი სასჯელი აქვთ მისჯილი.

შელაპარაკება მოუვიდათ ამხანაგებს ერთმანეთთან. რაღაცებს ამბობდნენ და მოვიდა შადი როგავა უკან მანქანით - რას დგეხართ აქო, თქვე ლაწირაკებოო, გადით აქედანო. კიო ერთი წუთიო, გთხოვო და წავალთო. წავიდნენ და შეაგინა მაგრად და ერთი ხელი დაარტყა ჩემმა შვილმა. მოსვლამდე ზამირა როგავა მოვიდა აქ ჩვენთან. რა არის შვილო-მეთქი ვკითხე. რა არისო და შადისთვსი შალვას ხელი დაურტყიაო და სად არისო - ჩავეხუტე, ჩავეჩოქე, მოდი შვილო-მეთქი, ხვალ ბოდიშს მოუხდის ვალტერი. არაო, ახლა მინდაო. მოვიდა ჩემი შვილი ძმასთან, დახვდა 5 კაცი გზაში დუბინკებით და სცემეს რკინის დუბინკებით. ძმა როგორ არ მივიდეს ახლა ძმასთან. გასაშველებლად მივიდა ძმასთან, იმის მერე აჰა რა ამბავია. 30 000 დოლარი მომთხოვა, რომ გაეშველებინათ და დაეხურათ ეს საქმე. წავიდა ძიება, ყველაფერი ზამირას დაუჯერეს და ჩვენ 18 წელი მიუსაჯეს ორივე შვილს", - აცხადებს მზიანი როგავა.

ვალტერ როგავას უკვე ნახევარი წელია პოლიცია ყველგან ეძებს, მაგრამ ვერსად პოულობენ. მის საცხოვრებელ სახლთან გუშინ ხმაური იყო.

როგორც ზამირა როგავას ოჯახის წევრები “პირველებს“ ეუბნებიან, ძებნაში მყოფი პირი, რომელიც მამა-შვილის დაჭრაშია ბრალდებული, მთელი ამ დროის განმავლობაში საკუთარ სახლში იმყოფებოდა და ამის ამსახველი ვიდეო კადრები თავად გადაიღეს. მათი თქმით, უკვე რამდენჯერმე მიმართეს შსს-ს, მოუწოდებებდნენ დაეკავებინათ აღნიშნული პირი, რადგან მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, თუმცა უწყებამ არაფერი მოიმოქმედა.

ძებნილი შერი, იგივე ვალეტრ როგავა 14 ოქტომბერს შეიარღებული გამოჩნდა სოფელ ალერტკარში. ის ცნობილი ზამირ როგავას სახლში შეიჭრა, ჯერ მის მამას გაუურ~სწორდა, შემდეგ კი ქალს იარაღიდანაც ესწროლა და დანითაც მიაყენა დაზიანებები.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
რა მოხდა სამეგრელოში, ვინ არის ძებნილი, რომელმაც მამა-შვილი დაჭრა - დეტალები ადგილიდანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები