პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბოჭორიშვილმა დაასახელა ქვეყნები, რომლებიც ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურას არ ეწინააღმდეგებიან

ეუთო

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურას აშშ, უკრაინა, რუსეთი და თურქეთი არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა წინააღმდეგია ევროპული ქვეყნების ნაწილი.

ბოჭორიშვილმა დაასახელა ქვეყნები, რომლებიც ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურას არ ეწინააღმდეგებიან
ნეტგაზეთი

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურას აშშ, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, მეზობელი ქვეყნები და ევროპის სახელმწიფოთა დიდი ნაწილი არ ეწინააღმდეგება.

თუმცა ბოჭორიშვილის ცნობით, ევროპული ქვეყნების ნაწილი ეუთოს თავმდჯომარეობაზე საქართველოს კანდიდატურას ეწინააღმდეგება.

„ეუთოს თავმჯდომარეობის საკითხი აქტიურ ფაზაში შედის. ახლოვდება ეუთო-ს მინისტერიალი. მომავალ წელს ეუთოს არ ჰყავს თავმჯდომარე, შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. კვიპროსთან დაკავშირებით გასულ წელს ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება თურქეთის პოზიციის გამო და ეს ყველამ კარგად იცის, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ კონკრეტული ქვეყნები, ევროპის სახელმწიფოები ცდილობენ, რომ კვლავ გამოიყენონ ეს საკითხი იმისათვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ დააფიქსირონ პოზიცია,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო აგრძელებს მუშაობას ეუთოს მომავალი წლის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით კონსენსუსის მისაღწევად.

„თუმცა კონკრეტული პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთოს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს კანდიდატურას არ ეწინააღმდეგებიან ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია კონსენსუსის მისაღწევად, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, მეზობელი ქვეყნები და შეიძლება ითქვას, რომ ევროპის სახელმწიფოთა დიდი ნაწილი, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ევროკავშირის ერთიანი პოზიცია არც წინააღმდეგობასთან დაკავშირებით არ არსებობს.

შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კარგი შესაძლებლობა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა იმისათვის, რომ ეუთოს ორგანიზაციას, რომელიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევები, ჰყავდეს თავმჯდომარე ქვეყანა მომავალ წელს და ეს თავმჯდომარე ქვეყანა, თუკი იქნება საქართველო, თავისი წვლილი შეიტანოს ამ ორგანიზაციის მუშაობაში,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც ცნობილია, საქართველო დაინტერესებულია, რომ 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდეს.

სექტემბრის ბოლოს გამოცემა Rapporteur-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ქვეყნები მხარს არ უჭერენ ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურას.

ეუთო-ში 57 წევრი ქვეყანა ერთიანდება. ევროკავშირი არ არის ეუთოს უშუალო წევრი, თუმცა მისი 27-ვე წევრი სახელმწიფო ინდივიდუალურად წარმოადგენს ორგანიზაციის სრულუფლებიან მონაწილეს.

ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის არჩევა ერთსულოვნად (კონსენსუსით) ხდება. ამასთან, ორგანიზაციის 57-ვე წევრ სახელმწიფოს აქვს ვეტოს უფლება. შესაბამისად, თუ თუნდაც ერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება თავმჯდომარეობის კანდიდატს, გადაწყვეტილება ვერ მიიღება.

თავმჯდომარეობის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღება ეუთოს მინისტრთა საბჭოზე (რომელიც წელიწადში ერთხელ, ჩვეულებრივ დეკემბერში იმართება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე).

როდესაც ქვეყანა ირჩევა ეუთოს თავმჯდომარედ, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ხდება ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე. ის ხელმძღვანელობს ორგანიზაციის მიმდინარე პოლიტიკურ საქმიანობას, მართავს კონფლიქტების პრევენციისა და კრიზისების მოგვარების პროცესებს და წარმოადგენს ეუთოს საერთაშორისო ასპარეზზე.

EU-ს ქვეყნები მხარს არ უჭერენ ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს – Rapporteur

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
  2. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
  3. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი – ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
  4. POSTVსამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: „ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ეუთოს თავმჯდომარეობის საკითხზე არსებული უთანხმოება შესაძლოა კრიზისით და უპრეცედენტო შედეგით დასრულდეს - წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებული პოზიციების გამო, ახალი თავმჯდომარის არჩევა ვერ ხერხდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები