ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს” ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არაფრისკენ არ არის მიდრეკილი, თქვენ გჯერათ, რასაც ბრალდების მხარე ლაპარაკობს?

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ავთანდილ ბილანიშვილს („კაწრო“) და კიდევ ორ პირს პატიმრობა შეეფარდათ; ადვოკატ თამარ აბესაძის თქმით, ბრალდების ვიდეომტკიცებულებაზე ექსპერტიზის პასუხი ჯერ უცნობია და დაკავების კანონიერება სასამართლომ უნდა შეაფასოს.

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს” ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არაფრისკენ არ არის მიდრეკილი, თქვენ გჯერათ, რასაც ბრალდების მხარე ლაპარაკობს?
ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს” ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არაფრისკენ არ არის მიდრეკილი, თქვენ გჯერათ, რასაც ბრალდების მხარე ლაპარაკობს?ინტერპრესნიუსი

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არაფრისკენ არ არის მიდრეკილი, თქვენ გჯერათ, რასაც ბრალდების მხარე ლაპარაკობს? - ამის შესახებ ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს” ადვოკატმა თამარ აბესაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

აბესაძის თქმით, საქმეში წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულების ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არის ცნობილი და მან არ იცის, რა გამოიკვეთება ექსპერტიზის შემდეგ.

„მისი დაკავება არსებითი განხილვის კატეგორიაა და არსებითად უნდა მოხდეს ამის შეფასება და გაანალიზება. სახელისუფლებო სტრუქტურამ ჩათვალა, რომ უნდა დაეკავებინა და დააკავეს, მაგრამ ახლა სასამართლომ უნდა გააანალიზოს, იყო თუ არა სამართლიანად დაკავებული.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არაფრისკენ არ არის მიდრეკილი, თქვენ გჯერათ, რასაც ბრალდების მხარე ლაპარაკობს? ჯარიმები ყველას აქვს, ჩემს შვილსაც აქვს ძალიან ბევრი ჯარიმა, მაგრამ რა ვქნათ ახლა? მერე რა, ნასამართლობაზე რომ საუბრობდა პროკურორი, ჯარიმა აქვს მას სასჯელის სახით განსაზღვრული და ბუნებაში არ არსებობს ასეთი რამ, რომ ჯარიმის გადახდა იძულების წესით მოხდეს.

რაც შეეხება დანაშაულის ვიდეო-მტკიცებულებას, ის ჯერ დასადასტურებელია ექსპერტიზის მიერ, ექსპერტიზის დასკვნა კი ჯერ არ არის, შესაბამისად, ვნახოთ, რა გამოიკვეთება აღნიშნული ვიდეოთი”, - განაცხადა თამარ აბესაძემ.

ცნობისთვის, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე “კაწროსა” და შოთა ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"დაგვეთანხმა სასამართლო, რომ არსებობდა დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე" - პროკურორი ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებულებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები