ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარი იყო - ცეცხლი ლიკვიდირებულია
ვარკეთილში, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაზის დანადგარიდან გაჩენილი ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარი იყო.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, აალება გაზის დანადგარიდან მოხდა, რის შემდეგაც ცეცხლი გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, მოხდა კორპუსიდან ხალხის ევაკუაციაც.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. უწყების ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.