შალვა პაპუაშვილი კვიპროსის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი კვიპროსის პარლამენტის თავმჯდომარე ანიტა დემეტრიუს შეხვდა, სადაც საქართველო-ევროკავშირის გამოწვევებზე ისაუბრა; დემეტრიუმ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროპულ მომავალს მხარდაჭერა დაუდასტურა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ანიტა დემეტრიუს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და კვიპროსს მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ, რომლებიც საერთო ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება.
„მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე.
შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე და კონსტრუქციული დიალოგისადმი მზაობა დააფიქსირა.
ანიტა დემეტრიუმ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლისადმი კვიპროსის მტკიცე მხარდაჭერა“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრა შედგა იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.
ციტატები სტატიიდან
„მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე და კონსტრუქციული დიალოგისადმი მზაობა დააფიქსირა. ანიტა დემეტრიუმ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლისადმი კვიპროსის მტკიცე მხარდაჭერა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.