შალვა პაპუაშვილი კვიპროსის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ანიტა დემეტრიუს შეხვდა, სადაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გამოწვევებზე ისაუბრა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ანიტა დემეტრიუს შეხვდა.
უწყების ცნობით, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და კვიპროსს მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ, რომლებიც საერთო ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე.
შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე და კონსტრუქციული დიალოგისადმი მზაობა დააფიქსირა.
ანიტა დემეტრიუმ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლისადმი კვიპროსის მტკიცე მხარდაჭერა.
შეხვედრა შედგა იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ციტატები სტატიიდან
„მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე და კონსტრუქციული დიალოგისადმი მზაობა დააფიქსირა. ანიტა დემეტრიუმ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლისადმი კვიპროსის მტკიცე მხარდაჭერა. შეხვედრა შედგა იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.