ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი კვიპროსის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტიხალხის ძალა

შალვა პაპუაშვილი კვიპროსის პარლამენტის თავმჯდომარე ანიტა დემეტრიუს შეხვდა, სადაც საქართველო-ევროკავშირის გამოწვევებზე ისაუბრა. დემეტრიუმ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროპულ მომავალს მხარდაჭერა დაუდასტურა.

შალვა პაპუაშვილი კვიპროსის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი კვიპროსის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდარუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ანიტა დემეტრიუს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და კვიპროსს მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ, რომლებიც საერთო ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე და კონსტრუქციული დიალოგისადმი მზაობა დააფიქსირა.

ანიტა დემეტრიუმ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლისადმი კვიპროსის მტკიცე მხარდაჭერა.

შეხვედრა შედგა იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, ასევე, კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები