მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზი - საქართველოს ეკონომიკა 2012 წლის შემდგომი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო სამეულში, ევრაზიაში კი პირველ პოზიციაზეა
სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო 2012 წლის შემდგომი ეკონომიკური პროგრესით მსოფლიო სამეულში მკვიდრდება. ერთ სულ მოსახლეზე მშპ 2031 წლისთვის 17 923 დოლარს მიაღწევს, ქვეყანას კი მაღალშემოსავლიანი სტატუსის მოპოვების პერსპექტივა 2028 წლიდან გაუჩნდება.

საქართველოს ეკონომიკა 2012 წლის შემდგომი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო სამეულში, ევრაზიაში კი პირველ პოზიციაზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2031 წლისთვის ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზი გამოაქვეყნა.
ეკონომიკური კეთილდღეობა ერთ სულ მოსახლეზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის, მთლიანი შიდა პროდუქტის სიდიდით იზომება. კეთილდღეობის როგორც 10 წლიანი, ისე 20 წლიანი პროგრესით საქართველო ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს.
სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 2022-2031 წლებში 85%-ით, 2012-2031 წლებში კი, 185%-ით იზრდება. მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულზე "ჯიდიპი პერ კაპიტა" - 10 წლიან პერსპექტივაში 2,5-ჯერ, 20 წლიან პროგნოზში, 5-ჯერ იზრდება. 2012 წლის შემდეგ ნაჩვენები პროგრესით, საქართველო 2026 წელსვე მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მკვიდრდება. ამ 14 წლიან პერიოდში ზრდა 215%-ს აჭარბებს.
ფონდის შეფასებით, ამერიკულ დოლარში საქართველოს ნომინალური ეკონომიკის ზრდის ტემპი 2026 წელს კვლავინდებურად ორნიშნა იქნება, 15,8%-ს გაუტოლდება და ერთ სულ მოსახლეზე გადააჭარბებს 11 234 დოლარს. პროგნოზით 2027 წელს საქართველოს ეკონომიკა ერთ სულზე - 12 538 დოლარი გახდება, 2028 წლისთვის 13 694 მიაღწევს, 2029 წელს - 14 975 - 2030 წელს -16 383 -ს გაუტოლდება, 2031 წელს კი - 17 923 დოლარი გახდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ამ მონაცემებით, მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მოპოვების პერსპექტივა, საქართველოს უკვე 2028 წლიდან შეეძლება.
სავალუტო ფონდმა საქართველოს ნომინალური ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელიც განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც 2026-2031 წლებში - ზრდა 10,7% იქნება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.