საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 2012 წლის შემდგომი სულადობრივი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში ლიდერობს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდის ტემპით მსოფლიოს საუკეთესო სამეულში ხვდება და ევრაზიაში ლიდერობს, ხოლო 2028 წლიდან ქვეყანას მაღალშემოსავლიანი სტატუსის მიღების პერსპექტივა გაუჩნდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2031 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა.
ეკონომიკური კეთილდღეობა იზომება ერთ სულ მოსახლეზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის) სიდიდით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2031 წლისთვის საქართველო რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის როგორც 10 წლიანი, ისე 20 წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო სამეულში ხვდება და ევრაზიაში პირველ ადგილს დაიკავებს. ამასთან, 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესით საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობა 2026 წელს მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში ერთპიროვნულად ლიდერობს.
სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე 2022 / 2031წლებში, ასევე 2012-2031 წლებში შესაბამისად85% და 185%-ით იზრდება, რითაც 10 წლიანიდა 20 წლიანი ზრდის ტემპით მსოფლიოსსაუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს.
სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველოს ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულზე (GDP per capita PPP) 2022 / 2031 წლებში, ასევე 2012-2031 წლებში შესაბამისად 2.5-ჯერ და 5-ჯერ იზრდება, რითაც 10 წლიანი და 20 წლიანი ზრდის ტემპით მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს. ამასთან, 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესით საქართველო 2026 წელსვე მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მკვიდრდება და ევრაზიაში უპირობოდ ლიდერობს.
ამ 14 წლიან პერიოდში ზრდა 215%-ს აჭარბებს და 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა ერთ სულზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ახალ ისტორიულ მაქსიმუმს 32 661 საერთაშორისო დოლარს გაუთანაბრდება, 2031 წლისთვის კი 46 848 საერთაშორისო დოლარი გახდება.
ფონდის შეფასებით, ამერიკულ დოლარში საქართველოს ნომინალური ეკონომიკის ზრდის ტემპი 2026 წელს კვლავინდებურად ორნიშნა იქნება, 15,8%-ს გაუტოლდება და ერთ სულ მოსახლეზე გადააჭარბებს 11 234დოლარს.
ფონდის პროგნოზით 2027 წელს საქართველოს ეკონომიკა ერთ სულზე 12 538დოლარს მიაღწევს, 2028 წლისთვის კი 13 694 დოლარს გააჭარბებს, 2029 წელს 14 975დოლარი გახდება, 2030 წელს _16 383-ზე მეტი, ხოლო 2031 წელს _ 17 923 დოლარი. რაც იმას ნიშნავს რომ მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სატატუსის მოპოვების პერსპექტივასაქართველოს უკვე 2028 წლიდან გაეხსნება.
აღსანიშნავია, რომ ამერიკულ დოლარში საქართველოს ნომინალური ეკონომიკის ზრდის საშულო ტემპი 2026-2031 წლებშისავალუტო ფონდის პროგნოზით 10,7%-ი იქნება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.