ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი გრძელვადიანი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი საერთაშორისო ასპარეზზე ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს

სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკა წელს 32 600 დოლარს გადააჭარბებს, 2028 წლიდან კი ქვეყანას მაღალშემოსავლიანი სტატუსის პერსპექტივა გაეხსნება. ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუას განცხადებით, ზრდის ტემპებით საქართველო ევრაზიაში პირველ ადგილზეა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი გრძელვადიანი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი საერთაშორისო ასპარეზზე ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი გრძელვადიანი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი საერთაშორისო ასპარეზზე ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებსრუსთავი 2

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი გრძელვადიანი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი საერთაშორისო ასპარეზზე ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს.

მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის 2012 წლის შემდგომი პროგრესით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში ერთპიროვნულად ლიდერობს.

ფონდის შეფასებით, ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, წელს ისტორიულ მაქსიმუმს 32 600-ზე მეტ დოლარს აღწევს, 2031 წლისთვის კი მაჩვენებელი თითქმის 47 000-მდე უნდა გაიზარდოს. პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ნომინალური ეკონომიკის ზრდის ტემპი 2026 წელს ისევ ორნიშნა იქნება. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, საქართველოს 2028 წლიდან მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მოპოვების პერსპექტივა გაეხსნება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა აცხადებს, რომ საერთაშორისო პროგნოზების თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპებითა და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მაჩვენებლებით მსოფლიოს საუკეთესო სამეულსა და ევრაზიაში პირველ ადგილზეა.

"საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, როგორც რეალური, ისე ნომინალური ეკონომიკის (მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით) გათვალისწინებით, გაუმჯობესებულია. 2031 წლის ჩათვლით გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, ათწლიანი და ოცწლიანი პროგრესით, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, ზრდის ამ ტემპით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია, ხოლო ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს. 2012 წლის შემდგომ განცდილი პროგრესის შედეგად, 2026 წელს მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ნომინალური ეკონომიკა ერთ სულზე ძალიან მაღალ ნიშნულს აღწევს და ამ მაჩვენებლითაც ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო სამეულსა და ევრაზიაში პირველ პოზიციაზეა", - აცხადებს მიხეილ დუნდუა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, როგორც რეალური, ისე ნომინალური ეკონომიკის (მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით) გათვალისწინებით, გაუმჯობესებულია. 2031 წლის ჩათვლით გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, ათწლიანი და ოცწლიანი პროგრესით, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, ზრდის ამ ტემპით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია, ხოლო ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს. 2012 წლის შემდგომ განცდილი პროგრესის შედეგად, 2026 წელს მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ნომინალური ეკონომიკა ერთ სულზე ძალიან მაღალ ნიშნულს აღწევს და ამ მაჩვენებლითაც ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო სამეულსა და ევრაზიაში პირველ პოზიციაზეა“
მიხეილ დუნდუა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ვახტანგ ცინცაძე: მომდევნო წლებში ველოდებით, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი გაუმჯობესდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები