მიხეილ დუნდუა: ის ტემპები, რომლებსაც აჩვენებს ქვეყანა და რა პროგნოზებიც აქვს, მაგალითად საერთაშორისო სავალუტო ფონდს, პირდაპირ მიანიშნებს, დარწმუნებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ 2030 წლისთვის საქართველო, გახდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა აცხადებს, რომ სავალუტო ფონდის პროგნოზებითა და ზრდის ტემპებით საქართველო 2030 წლისთვის მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება.

ის ტემპები, რომლებსასც აჩვენებს ქვეყანა და რა პროგნოზებიც აქვს, მაგალითად საერთაშორისო სავალუტო ფონდს, პირდაპირ მიანიშნებს, რომ 2030 წლისთვის საქართველო, დარწმუნებით შეგვიძლია, ვთქვათ, გახდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.
მან ისაუბრა, რამდენად სწორია მტკიცება, რომ საქართველო ყველა მიმართულებით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას.
დუნდუას თქმით, საქართველო ყველა მიმართულებით არა მარტო უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას, არამედ ის გამორჩეულია რეგიონში და ასევე, ეკონომიკური ზრდის ტემპებით გამორჩეულია ევროპის მასშტაბითაც.
„ჩვენ დავიწყეთ პროცესები, რომლებმაც მნიშვნელოვანი გარდატეხა გამოიწვია ეკონომიკური ზრდის დაჩქარების, სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანი გარდატეხა გამოიწვია იმისთვის, რომ თანდათანობით ავიმაღლოთ მდგომარეობა და გავხდეთ მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. ის ტემპები, რომლებსაც აჩვენებს ქვეყანა და რა პროგნოზებიც აქვს, მაგალითად საერთაშორისო სავალუტო ფონდს, პირდაპირ მიანიშნებს, რომ 2030 წლისთვის საქართველო, დარწმუნებით შეგვიძლია, ვთქვათ, გახდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. ეს ნიშნავს კეთილდღეობის ახალ ეტაპზე გადასვლას. ამისთვის წლიდან წლამდე ყველაფერი კეთდება“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკა 2030 წლისთვის პროფიციტული გახდება, რადგან მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წლიდან წლამდე მცირდება, აღნიშნული კი საბოლოო ჯამში, თვითკმარ ეკონომიკამდე მიგვიყვანს.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ დავიწყეთ პროცესები, რომლებმაც მნიშვნელოვანი გარდატეხა გამოიწვია ეკონომიკური ზრდის დაჩქარების, სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანი გარდატეხა გამოიწვია იმისთვის, რომ თანდათანობით ავიმაღლოთ მდგომარეობა და გავხდეთ მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. ის ტემპები, რომლებსაც აჩვენებს ქვეყანა და რა პროგნოზებიც აქვს, მაგალითად საერთაშორისო სავალუტო ფონდს, პირდაპირ მიანიშნებს, რომ 2030 წლისთვის საქართველო, დარწმუნებით შეგვიძლია, ვთქვათ, გახდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. ეს ნიშნავს კეთილდღეობის ახალ ეტაპზე გადასვლას. ამისთვის წლიდან წლამდე ყველაფერი კეთდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.