ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვახტანგ ცინცაძე: მომდევნო წლებში ველოდებით, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი გაუმჯობესდება

საქართველოს მთავრობა

სავალუტო ფონდის პროგნოზით, ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტით წელს $32 600-ს აღწევს, 2031 წლისთვის კი 47 ათასამდე გაიზრდება. ვახტანგ ცინცაძე აცხადებს, რომ მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდის ფონზე მოსახლეობის კეთილდღეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

ვახტანგ ცინცაძე: მომდევნო წლებში ველოდებით, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი გაუმჯობესდება
ვახტანგ ცინცაძე: მომდევნო წლებში ველოდებით, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი გაუმჯობესდებარუსთავი 2

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი გრძელვადიანი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი საერთაშორისო ასპარეზზე ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს.

მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის 2012 წლის შემდგომი პროგრესით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში ერთპიროვნულად ლიდერობს.

ფონდის შეფასებით, ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით წელს ისტორიულ მაქსიმუმს 32 ათას 600-ზე მეტ დოლარს აღწევს, 2031 წლისთვის კი მაჩვენებელი თითქმის 47 ათასამდე უნდა გაიზარდოს.

"მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით გაანგარიშებული მშპ ერთ სულ მოსახლეზე 49%-ით არის გაზრდილი, რაც მსოფლიოში მეორე შედეგია 2026-2019 წლებში. შესაბამისად, მომდევნო წლებში ჩვენ ველოდებით, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე გაუმჯობესდება, რა თქმა უნდა, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი, ზოგადად გაიზრდება მოსახლეობის კეთილდღეობა და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, მათ შორის, რომელიც ხელს უწყობს მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას. აღსანიშნავია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც პირდაპირ აისახება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე და საბოლოო ჯამში ზრდის პროდუქტიულობას." - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით გაანგარიშებული მშპ ერთ სულ მოსახლეზე 49%-ით არის გაზრდილი, რაც მსოფლიოში მეორე შედეგია 2026-2019 წლებში. შესაბამისად, მომდევნო წლებში ჩვენ ველოდებით, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე გაუმჯობესდება, რა თქმა უნდა, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი, ზოგადად გაიზრდება მოსახლეობის კეთილდღეობა და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, მათ შორის, რომელიც ხელს უწყობს მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას. აღსანიშნავია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც პირდაპირ აისახება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე და საბოლოო ჯამში ზრდის პროდუქტიულობას.“
ვახტანგ ცინცაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 2012 წლის შემდგომი სულადობრივი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში ლიდერობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები