ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები
გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან, გირვანქა სტერლინგთან და სხვა რამდენიმე ვალუტასთან გამყარდა. აგრეთვე გავრცელდა აგვისტოს საგარეო ვაჭრობისა და ფულადი გზავნილების წინასწარი მონაცემები, სადაც ნაჩვენებია ექსპორტის ზრდა და ფულადი გზავნილების შემცირება რუსეთიდან.

გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.09 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.6080 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტა დოლარისგან განსხვავებით, 1.90 თეთრით გამყარდა ევროსთან და 1 ევროს ღირებულებამ 3.9721 ლარი შეადგინა.
ლარი გირვანქა სტერლინგთან 2.72 თეთრით გამყარდა და კურსმა 3.4543 ლარი შეადგინა. რაც შეეხება სხვა ვალუტებს, ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, უკრაინულ გრივნასთან და რუსულ რუბლთან, თუმცა გაუფასურდა სომხურ დრამთან და აზერბაიჯანულ მანათთან.
გასულ კვირაში ცნობილი გახდა საქართველოს საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები, რომლის მიხედვითაც აგვისტოში საქართველოს ექსპორტი $752 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 149 მილიონი დოლარით, ანუ 24.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. იმპორტი კი 1.55 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 3.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ის 295 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 8%-ით არის შემცირებული. კლება ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვების 87%-იან ვარდნას უკავშირდება, რადგანაც რუსეთიდან გზავნილების მთავარმა სისტემამ Zolotaya Korona-მ აგვისტოში საქართველოში ოპერირება სრულად შეწყვიტა.
ვალუტა
გაცვლითი კურსი
ცვლილება (თეთრი)
1 აშშ დოლარი
2.608
-0.09
1 ევრო
2.9721
1.9
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი
3.4543
2.72
1 თურქული ლირა
0.0533
0.01
100 რუსული რუბლი
3.0937
0.35
1000 სომხური დრამი
7.1721
-0.24
1 აზერბაიჯანული მანათი
1.5343
-0.04
10 უკრაინული გრივნა
0.5824
0.1
10 ჩინური იუანი
3.8848
0.85
100 იაპონური იენი
1.6529
-0.22
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…