პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის, ტარების და საქართველოში მალულად შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში 8 ცეცხლსასროლი იარაღის მალულად შემოტანისა და რუსეთში გადაზიდვის მცდელობისთვის ბრალი წარუდგინა, მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლომ ბრალდებულს, რომელიც სარფის გამშვებ პუნქტზე დააკავეს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის, ტარების და საქართველოში მალულად შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
იმედინიუსი

საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის, ტარების და საქართველოში მალულად შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ავტომანქანაში მოწყობილ სამალავში მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა 8 ცალი ცეცხლსასროლი იარაღი, რაც რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში მართლსაწინააღმდეგოდ გადაზიდვის მიზნით, 12 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკიდან, საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და საქართველოს საბაჟო საზღვრის გამოვლით, წესის დარღვევით გადმოიტანა საქართველოს ტერიტორიაზე.

აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები ამოღებული იქნა სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს ტერიტორიაზე ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე, მეოთხე, მეხუთე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 214-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით გადმოტანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის, ტარების და საქართველოში მალულად შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის, ტარების და საქართველოში მალულად შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
შსს-ს თანამშრომლებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები