შსს-ს თანამშრომლებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფში“ ავტომობილის სამალავიდან 8 ცეცხლსასროლი იარაღი, 8 მჭიდი და ვაზნები ამოიღეს. საქმეზე გამოძიება იარაღის უკანონო შემოტანის მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
"სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, სკანერის საშუალებით, სპეციალურად მოწყობილ სამალავიდან სხვადასხვა მოდელის 8 ცეცხლსასროლი იარაღი, 8 მჭიდი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით, ასევე, 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიასამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე 8 ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო ვაზნებისა და 8 ერთეული იარაღის მჭიდის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…