პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის, ტარების და საქართველოში მალულად შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელმაც, გამოძიების თანახმად, თურქეთიდან სარფის გამშვები პუნქტის გავლით 8 ცეცხლსასროლი იარაღი მალულად შემოიტანა რუსეთში გადასაზიდად. სასამართლომ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის, ტარების და საქართველოში მალულად შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
ინტერპრესნიუსი

საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის, ტარების და საქართველოში მალულად შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ავტომანქანაში მოწყობილ სამალავში მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა 8 ცალი ცეცხლსასროლი იარაღი, რაც რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში მართლსაწინააღმდეგოდ გადაზიდვის მიზნით, 12 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკიდან, საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და საქართველოს საბაჟო საზღვრის გამოვლით, წესის დარღვევით გადმოიტანა საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები ამოღებული იქნა სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს ტერიტორიაზე ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე, მეოთხე, მეხუთე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 214-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით გადმოტანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის, ტარების და საქართველოში მალულად შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
  2. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის, ტარების და საქართველოში მალულად შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
შსს-ს თანამშრომლებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები