ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

GWP

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, სამგორის რაიონში ქსელზე დაგეგმილი სამუშაოების გამო 16 ოქტომბრის 22:00 საათიდან 17 ოქტომბრის 10:00 საათამდე ვარკეთილის მე-3 მასივსა და მიმდებარე ქუჩებს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსრუსთავი 2

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, სამგორის რაიონის აბონენტებს წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.

"16 ოქტომბერს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სამგორის რაიონში, აკაკი ვასაძის ქუჩა N9-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 16 ოქტომბერს, ღამის 22:00 საათიდან 17 ოქტომბრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში - ვარკეთილის III მასივს, აკაკი ვასაძის, კალოუბნის, თრიალეთის, საცხენისის, შუამთის, წნორის წყლის, ელდარის, გახოკიძის, ჯავახეთის, გ.აბაშვილის, კაკლიანის და ბერიაშვილის ქუჩებს, კახეთის გზატკეცილის N 7, N10, N33, N33 ა და N44 - N76.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge”, - ნათქვამია "ჯივიპის" განცხადებაში.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები