პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: „კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის და ამისთვის არსებობს თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპი, რომელიც მოქმედებს ყველა ქვეყანაში. ჩვენც გამოვიყენეთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება, მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენს არგუმენტაციას“

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის“ და იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის სარჩელს გაიზიარებს. სარჩელის განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

შალვა პაპუაშვილი: „კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის და ამისთვის არსებობს თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპი, რომელიც მოქმედებს ყველა ქვეყანაში. ჩვენც გამოვიყენეთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება, მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენს არგუმენტაციას“
POSTV

„კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილმა ამ მიმართულებით უკრაინისა და მოლდოვის მაგალითები მოიყვანა.

„ამისთვის არსებობს თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპი, რომელიც მოქმედებს ყველა ქვეყანაში, როგორც იმოქმედა ამან უკრაინაში და 18 პარტია აიკრძალა; როგორც იმოქმედა მოლდოვაში და ორი პარტია აიკრძალა. როგორც სურთ, რომ ეს აამოქმედონ სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე ჩვენც გამოვიყენეთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება, მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენს არგუმენტაციას.

რაც შეეხება მიზეზებს: საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თითოეული ეს პარტია უკვე წლებია, ჩართულია იმაში, რომ დემოკრატიულად დარჩეული ხელისუფლება ანტიდემოკრატიული გზებით დაამხონ. უკვე რამდენიმე ასეთი მცდელობა ჩაუვარდათ. როდემდე უნდა უთმინოს და უყუროს საზოგადოებამ, როცა ექსტრემისტები ყოველ ჯერზე, ყოველი არჩევნების საბაბად გამოყენებით დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობას ცდილობენ, აღარაფერს ვამბობ ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ ყოფნის პერიოდზე, რომელიც ასევე გახლავთ სარჩელის შინაარსში”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც ცნობილია, პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს დაინიშნა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურიპაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობით, “დემოკრატია გაძლიერდება“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე - ეს არის საუკუნის პროცესი, რომელიც აჩვენებს იმ დიდ სირცხვილს, რომელსაც წლების განმავლობაში ვითმენდით, რადგან უცხოური აგენტურა დაკავებული იყო ხალხის ნების ჩანაცვლებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები