პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში უცხოურ ჩარევებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე: საფრანგეთს ყოველთვის ჩვენზე მკაცრი კანონმდებლობა ჰქონდა, ახლა კიდევ უფრო გამკაცრებისკენ მიდის დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. დღეს მართლაც ასეა, რომ გარე ჩარევა დეზინფორმაციით, არჩევნებში ჩარევით, კიბერთავდასხმებით არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობისთვის

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საფრანგეთს საქართველოსთან შედარებით ყოველთვის უფრო მკაცრი კანონმდებლობა ჰქონდა და უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ზომებს კიდევ უფრო ამკაცრებს, რაც დემოკრატიული ინსტიტუტების დასაცავად სრულად გასაგებია.

შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში უცხოურ ჩარევებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე: საფრანგეთს ყოველთვის ჩვენზე მკაცრი კანონმდებლობა ჰქონდა, ახლა კიდევ უფრო გამკაცრებისკენ მიდის დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. დღეს მართლაც ასეა, რომ გარე ჩარევა დეზინფორმაციით, არჩევნებში ჩარევით, კიბერთავდასხმებით არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობისთვის
იმედინიუსი

საფრანგეთს აქამდეც ჩვენზე მკაცრი კანონმდებლობა ჰქონდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საფრანგეთში ინიცირებული კანონპროექტის შეფასებისას, რომელიც გარე ჩარევასთან ბრძოლას ისახავს მიზნად.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საფრანგეთის მიდგომა გასაგებია.

„2024 წელს, ჩვენს შემდეგ მიღებული კანონი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ უცხოური დაფინანსების მქონე სუბიექტი არ გაასაჯაროებს საკუთარ ფინანსებს. იცით, რომ ჩვენთან ამისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არის, გამჭვირვალობის კანონით მხოლოდ ფინანსური ჯარიმებია. ასე რომ, საფრანგეთს ყოველთვის ჩვენზე მკაცრი კანონმდებლობა ჰქონდა, ახლა კიდევ უფრო გამკაცრებისკენ მიდის დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი გასაგებია, ჩვენ სრულად ვიზიარებთ იმ შიშებს, რომელიც აქვთ სხვადასხვა ქვეყანაში. დღეს მართლაც ასეა, რომ გარე ჩარევა დეზინფორმაციით, არჩევნებში ჩარევით, კიბერთავდასხმებით არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობისთვის”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, მისი შეფასებით, როდესაც შიდა საქმეებში ჩარევაზეა საუბარი, არ არსებობს კარგი და ცუდი სახელმწიფო, ვისგანაც ეს ჩარევა ხდება.

„მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩაგერევა, არ არსებობს კარგი და ცუდი სახელმწიფო, ვინც ერევა შენს შიდა საქმეებში, თვითონ ჩარევაა ცუდი. აქ დიფერენციაცია, რომ რუსეთი თუ ჩაერია, ცუდია და გერმანია თუ ჩაერია, კარგია, ასეთი მიდგომის ალოგიკურობას აჩვენებს.

ასე რომ, ვთანხმდებით, რომ საჭიროა, დავიცვათ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები უცხოური ჩარევისგან, მანიპულაციისგან, ზემოქმედებისგან და დავიცვათ ჩვენი საზოგადოება დეზინფორმაციისგან, მიუხედავად იმისა, რომელი წყაროსგან მომდინარეობს ეს. წყაროს მნივნელობა არ აქვს, მთავარია ის, რომ ნებისმიერი, ვინც ერევა, თავისი არსით უკვე არასწორად იქცევა, ამიტომ ამისგან დაცვა არის საჭირო”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც ცნობილია, ფრანგმა სენატორებმა აღნიშნულ კანონპროექტს კომიტეტის დონეზე მხარი დაუჭირეს. კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის, საარჩევნო კონტექსტში დეზინფორმაციის გავრცელებაზე 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთასა და 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილი: დღეს გარე ჩარევა დეზინფორმაციით, არჩევნებში ჩარევით, კიბერთავდასხმებით, დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. საჭიროა დავიცვათ ჩვენი ინსტიტუტები მიუხედავად იმისა, რომელი წყაროდან მომდინარეობს ეს
  2. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი საფრანგეთში უცხოურ ჩარევებთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ: “საფრანგეთს ყოველთვის ჩვენზე მკაცრი კანონმდებლობა ჰქონდა, ახლა კიდევ უფრო გამკაცრებისკენ მიდის დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. დღეს მართლაც ასეა, რომ გარე ჩარევა დეზინფორმაციით, არჩევნებში ჩარევით, კიბერთავდასხმებით არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობისთვის”
  3. რუსთავი 2სამთავრობოსაფრანგეთი უცხოური ჩარევების წინააღმდეგ კანონს ამკაცრებს - "ქართული ოცნებისთვის" მიუღებელია, როცა პარიზს უმკაცრესი კანონების მიუხედავად, არავინ აკრიტიკებს, საქართველოს კი უფრო მსუბუქი კანონისთვის დემოკრატიულ უკუსვლაში ადანაშაულებენ
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი: დღეს სიტყვით მაინც ყველა აღიარებს, რომ უცხოური ჩარევა რეგულაციას საჭიროებს და ამისთვის საერთაშორისო სტანდარტი უნდა შეიქმნას. ასე რომ, გზა, რაც საქართველოს გამჭვირვალობის კანონმა გაჭრა, დღეს ამ გზაზე ბევრი დგასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები