პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთი უცხოური ჩარევების წინააღმდეგ კანონს ამკაცრებს - "ქართული ოცნებისთვის" მიუღებელია, როცა პარიზს უმკაცრესი კანონების მიუხედავად, არავინ აკრიტიკებს, საქართველოს კი უფრო მსუბუქი კანონისთვის დემოკრატიულ უკუსვლაში ადანაშაულებენ

ქართული ოცნება

„ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია, რომ საფრანგეთს უცხოური ჩარევის კანონის გამკაცრებისთვის არავინ აკრიტიკებს, საქართველოს კი მსუბუქი კანონისთვის დემოკრატიულ უკუსვლაში ადანაშაულებენ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ასეთი კანონები აუცილებელია.

საფრანგეთი უცხოური ჩარევების წინააღმდეგ კანონს ამკაცრებს - "ქართული ოცნებისთვის" მიუღებელია, როცა პარიზს უმკაცრესი კანონების მიუხედავად, არავინ აკრიტიკებს, საქართველოს კი უფრო მსუბუქი კანონისთვის დემოკრატიულ უკუსვლაში ადანაშაულებენ
რუსთავი 2

უცხოური გავლენების წინააღმდეგ ბრძოლა, დეზინფორმაციული კამპანიების აღკვეთა და საარჩევნო მანიპულაციების პრევენცია - საფრანგეთი საკუთარი ქვეყნის დაცვას, უცხო ქვეყნების ჩარევისგან გამკაცრებული კანონით გეგმავს. ინიციატივა, რომელსაც სენატორებმა კომიტეტის დონეზე მხარი უკვე დაუჭირეს, უცხო სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების მიერ საფრანგეთის პოლიტიკურ და დემოკრატიულ პროცესებზე ზემოქმედების შეზღუდვას ითვალისწინებს. დოკუმენტში შავით თეთრზე წერია, რომ ყალბი ინფორმაციით არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა 3 წლამდე პატიმრობას ან 45 ათასი ევროს ჯარიმას ითვალისწინებს. კიდევ უფრო მკაცრია კანონი თუ საარჩევნო მანიპულაცია უცხოური ძალის სასარგებლოდ ხდება, ეს ქმედება 6 წლამდე პატიმრობით ისჯება.

მაშინ, როცა დემოკრატიული ინსტიტუტები, საარჩევნო პროცესი და სახელმწიფოს სუვერენიტეტი უცხოური ჩარევის რისკის ქვეშ დგას, პასუხისმგებლობიანი ხელისუფლების ვალია საკუთარი ქვეყანა ნებისმიერი სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებით დაიცვას - ასე ფიქრობენ მმართველ გუნდში და საფრანგეთის გადაწყვეტილებას იზიარებენ. "ქართული ოცნებისთვის" მიუღებელია, როცა ოფიციალურ პარიზს უმკაცრესი კანონების მიუხედავად, არავინ აკრიტიკებს, საქართველოს ხელისუფლებას კი უცხოური ჩარევის პრევენციის მიზნით, უფრო მსუბუქი კანონის ამოქმედებისთვის დღემდე დემოკრატიულ უკუსვლაში ადანაშაულებენ.

ქართულ კანონს ღიად აკრიტიკებენ, ფრანგულის შემთხვევაში კი დუმილს ამჯობინებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტებისთვის ორი განსხვავებული პოლიტიკური რეალობის მქონე სახელმწიფოს ერთმანეთთან შედარება არარელევანტურია.

ნებისმიერი სახის გარე ჩარევა, განურჩევლად იმისა თუ ვინ ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში - მიუღებელი და დაუშვებელია პარლამენტის თავმჯდომარისთვის.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების მთავარი გამოწვევა დღეს დეზინფორმაციული კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლაა. ამ ფონზე სპიკერის თქმით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის კანონები, რომელიც ქართველმა კანონმდებლებმა უცხოური ჩარევების მინიმუმამდე დასაყვანად მიიღეს, მათ შორის ამერიკული ფარას ქართული ვერსია.

საფრანგეთში ინიცირებული ახალი კანონპროექტის ბედი, რომლითაც უკვე არსებული კანონმდებლობა მკაცრდება სენატმა 20 ოქტომბერს უნდა გადაწყვიტოს, შემდეგ კი დოკუმენტს ეროვნული ასამბლეა განიხილავს.

ავტორი: ნანა გოგატაძე

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი საფრანგეთში უცხოურ ჩარევებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე: საფრანგეთს ყოველთვის ჩვენზე მკაცრი კანონმდებლობა ჰქონდა, ახლა კიდევ უფრო გამკაცრებისკენ მიდის დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. დღეს მართლაც ასეა, რომ გარე ჩარევა დეზინფორმაციით, არჩევნებში ჩარევით, კიბერთავდასხმებით არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობისთვის
  2. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილი: დღეს გარე ჩარევა დეზინფორმაციით, არჩევნებში ჩარევით, კიბერთავდასხმებით, დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. საჭიროა დავიცვათ ჩვენი ინსტიტუტები მიუხედავად იმისა, რომელი წყაროდან მომდინარეობს ეს
  3. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი საფრანგეთში უცხოურ ჩარევებთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ: “საფრანგეთს ყოველთვის ჩვენზე მკაცრი კანონმდებლობა ჰქონდა, ახლა კიდევ უფრო გამკაცრებისკენ მიდის დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. დღეს მართლაც ასეა, რომ გარე ჩარევა დეზინფორმაციით, არჩევნებში ჩარევით, კიბერთავდასხმებით არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობისთვის”
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთის სენატმა უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის კანონპროექტს მხარი დაუჭირა - "ქართული ოცნება" დასავლეთის ორმაგ სტანდარტზე საუბრობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები