ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შალვა პაპუაშვილი: საგულისხმოა, რომ სულ უფრო მეტი სახელმწიფო, რომლებიც სხვა ქვეყნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ მიმართულ კანონმდებლობას აკრიტიკებდნენ, ახლა საკუთარ ქვეყნებში იღებს გამჭვირვალობის შესახებ კანონებს. ის, რასაც ადრე გამონაკლისად მიიჩნევდნენ, სულ უფრო მეტად აღიქმება დემოკრატიული თავდაცვის აუცილებელ ინსტრუმენტად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას უცხოური ჩარევისა და გამჭვირვალობის კანონმდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შალვა პაპუაშვილი: საგულისხმოა, რომ სულ უფრო მეტი სახელმწიფო, რომლებიც სხვა ქვეყნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ მიმართულ კანონმდებლობას აკრიტიკებდნენ, ახლა საკუთარ ქვეყნებში იღებს გამჭვირვალობის შესახებ კანონებს. ის, რასაც ადრე გამონაკლისად მიიჩნევდნენ, სულ უფრო მეტად აღიქმება დემოკრატიული თავდაცვის აუცილებელ ინსტრუმენტად
შალვა პაპუაშვილი: საგულისხმოა, რომ სულ უფრო მეტი სახელმწიფო, რომლებიც სხვა ქვეყნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ მიმართულ კანონმდებლობას აკრიტიკებდნენ, ახლა საკუთარ ქვეყნებში იღებს გამჭვირვალობის შესახებ კანონებს. ის, რასაც ადრე გამონაკლისად მიიჩნევდნენ, სულ უფრო მეტად აღიქმება დემოკრატიული თავდაცვის აუცილებელ ინსტრუმენტადიმედინიუსი

უცხოური ჩარევა დემოკრატიული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი და მუდმივი საფრთხეა. ამასთან, ეს სისტემური და მზარდი გამოწვევაა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, როდესაც გარე აქტორები ცდილობენ გავლენა მოახდინონ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ არჩევანზე და გვერდი აუარონ მის ინსტიტუტებს, ეს უკვე თანამშრომლობა აღარ არის. მისი თქმით, ეს საერთაშორისო სამართლის უმთავრესი პრინციპის - სახელმწიფოთა სუვერენიტეტის - დარღვევაა.

„წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უპრეცედენტო რღვევის პირობებში, უცხოური ჩარევა მსოფლიოში საზოგადოებების წინაშე მდგარ ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და შემაშფოთებელ გამოწვევად იქცა, როგორც ამას ადასტურებს ევროკავშირის ბოლო ანგარიში უცხოური ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის საფრთხეების შესახებ, „უცხოურმა ინფორმაციულმა მანიპულაციამ და ჩარევამ ოპერაციული სირთულისა და გლობალური მასშტაბის ახალ დონეს მიაღწია; თავდასხმები კი გახშირდა, გაძლიერდა და უფრო კოორდინირებული გახდა“.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უცხოური ჩარევა „მხოლოდ კომუნიკაციის სფეროს გამოწვევა კი არ არის, არამედ უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელსაც ხელშესახები პოლიტიკური და უსაფრთხოების შედეგები აქვს“.

ევროკავშირი ამ ანგარიშში მართებულ შეფასებას აკეთებს. უცხოური ჩარევა დემოკრატიული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი და მუდმივი საფრთხეა. ამასთან, ეს სისტემური და მზარდი გამოწვევაა. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ უცხოურ ჩარევას თანდათან ნორმად აქცევენ და მას „ჩართულობად“, „პარტნიორობად“ ან „მხარდაჭერად“ წარმოაჩენენ.

თუმცა, მოვლენებს თავისი სახელი უნდა დავარქვათ: როდესაც გარე აქტორები ცდილობენ გავლენა მოახდინონ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ არჩევანზე და გვერდი აუარონ მის ინსტიტუტებს, ეს უკვე თანამშრომლობა აღარ არის. ეს საერთაშორისო სამართლის უმთავრესი პრინციპის - სახელმწიფოთა სუვერენიტეტის - დარღვევაა. თავის არსით, ეს მმართველობისა და ანგარიშვალდებულების საკითხია. მთავრობა ანგარიშს საკუთარ ხალხს უნდა აბარებდეს და მოქმედებდეს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და არა უცხოელი მფარველების ან სხვა გარე ძალების ინტერესების შესაბამისად. გარე ზეწოლის ქვეშ მყოფი მთავრობა საკუთარ მოქალაქეთა წინაშე სრულად ანგარიშვალდებული ვერ იქნება. სწორედ აქ ირღვევა მმართველობისა და ანგარიშვალდებულების საფუძვლები.

საგულისხმოა, რომ სულ უფრო მეტი სახელმწიფო, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც წარსულში სხვა ქვეყნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ მიმართულ კანონმდებლობას და რეგულაციებს აკრიტიკებდნენ, ახლა საკუთარ ქვეყნებში იღებს ამგვარ კანონებს. ავსტრალია, კანადა, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ და მრავალი სხვა ქვეყანა ამკაცრებს ან იღებს გამჭვირვალობისა და უცხოური დაფინანსების შესახებ კანონებსა და რეგისტრაციის მოთხოვნებს. ის, რასაც ადრე გამონაკლისად მიიჩნევდნენ, სულ უფრო მეტად აღიქმება დემოკრატიული თავდაცვის ლეგიტიმურ და აუცილებელ ინსტრუმენტად. დახმარების ეფექტიანობის შესახებ პარიზის დეკლარაცია ყველას შეგვახსენებს, რომ ნამდვილი პარტნიორობისთვის აუცილებელია, დახმარებამ ეროვნული ინსტიტუტები და ეროვნული თანხმობა გააძლიეროს და არ ჩაანაცვლოს.

დღეს ამ მნიშვნელოვან პრინციპს განახლებული ყურადღება სჭირდება, განვითარების სფეროს მიღმაც, რადგან უცხოური ჩარევა ნელ-ნელა უცხოურ დახმარებას ანაცვლებს. მინდა საქართველოს მაგალითი მოვიყვანო. უცხოური დაფინანსებით განპირობებული სერიოზული უსაფრთხოებისა და პოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს „გრანტების შესახებ“ კანონი ახლა უცხოური გრანტების გაცემამდე მთავრობის თანხმობის მიღებას მოითხოვს.

ამას ავსებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც საზღვარგარეთიდან დაფინანსების მნიშვნელოვანი წილის მიმღებ ორგანიზაციებს რეგისტრაციასა და ამ დაფინანსების საჯაროდ გამჟღავნებას ავალდებულებს. ორივე კანონის საფუძვლად მარტივი პრინციპი დევს: როდესაც უცხოური რესურსები ქვეყნის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოდის, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ როგორ გამოიყენება ეს რესურსები. ეს სუვერენიტეტისა და ანგარიშვალდებულების გამოხატულებაა, რაც დემოკრატიული მედეგობისა და კარგი მმართველობისთვის გადამწყვეტია,”- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გარე ჩარევამ ადგილი უნდა დაუთმოს ნამდვილ პარტნიორობას, რომელიც ხელისუფლებების თანხმობასა და ერების სუვერენიტეტს ეფუძნება.

„რა თქმა უნდა, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ უცხოური ჩარევის მასშტაბი იზრდება. თუმცა, აქ თვალთმაქცობაც იკვეთება: ზოგი სახელმწიფო, რომელიც თავად ერევა სხვათა საქმეებში, ამავდროულად საერთაშორისო წესრიგის რღვევაზე წუხს.

როგორც ჩანს, ავიწყდებათ, რომ ჩაურევლობა საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთი საყრდენია. ამასთან, ჩარევის პრაქტიკა - როგორი კეთილი განზრახვითაც არ უნდა იყოს ნაკარნახევი - კონფლიქტის, უნდობლობისა და არასტაბილურობის ახალ საფრთხეებს წარმოშობს. შემდგომი გზა ნათელია: ჩარევამ ადგილი უნდა დაუთმოს ნამდვილ პარტნიორობას, რომელიც ხელისუფლებების თანხმობასა და ერების სუვერენიტეტს ეფუძნება.

დადგა დრო, საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმდეს უცხოური ჩარევისა და უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის საერთო საერთაშორისო სტანდარტზე - ისეთ სტანდარტზე, რომელიც თითოეულ წევრ სახელმწიფოს მისცემს ლეგიტიმურ ინსტრუმენტებს დემოკრატიული პროცესების დასაცავად და დაეფუძნება სუვერენიტეტის, ანგარიშვალდებულებისა და თანხმობის საერთო პრინციპებს. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ანგარიშვალდებულება და მასთან ერთად ლეგიტიმური დემოკრატიული მმართველობა სრულფასოვნად განვითარებას,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.