პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: უცხოური ჩარევა სახიფათოა სუვერენიტეტისა და დემოკრატიისთვის, მიუხედავად იმისა, მტრული თუ არამტრული აქტორის მიერ ხორციელდება. უცხოური ჩარევა თავისთავად მტრული ქმედებაა, რადგან მისი მიზანი ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიის შეზღუდვაა

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უცხოური ჩარევა თავისთავად მტრული ქმედებაა მიუხედავად იმისა, მტრისგან მომდინარეობს თუ მეგობრისგან, ხოლო დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დემოკრატიის დაცვის საშუალებაა.

შალვა პაპუაშვილი: უცხოური ჩარევა სახიფათოა სუვერენიტეტისა და დემოკრატიისთვის, მიუხედავად იმისა, მტრული თუ არამტრული აქტორის მიერ ხორციელდება. უცხოური ჩარევა თავისთავად მტრული ქმედებაა, რადგან მისი მიზანი ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიის შეზღუდვაა
იმედინიუსი

უცხოური ჩარევა სახიფათოა სუვერენიტეტისა და დემოკრატიისთვის, მიუხედავად იმისა, მტრული თუ არამტრული აქტორის მიერ ხორციელდება. უცხოური ჩარევა თავისთავად მტრული ქმედებაა, რადგან მისი მიზანი ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიის შეზღუდვაა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა რომში ევროპის საბჭოს პარლამენტის თავმჯდომარეთა ევროპული კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ფარული უცხოური დაფინანსება განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ის ხშირად დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრის ყველაზე ნაკლებად ხილული და ყველაზე დამაზიანებელი საშუალებაა.

მისი თქმით, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დემოკრატიული ღირებულებებიდან გადახვევა კი არა, პირიქით, მათი დაცვის საშუალებაა.

,,ჰიბრიდული საფრთხეები, მათ შორის დეზინფორმაცია, კიბერშეტევა, ფარული დაფინანსება და უცხოური ჩარევა, იშვიათად მოქმედებს ცალ ცალკე. ისინი ერთმანეთს აძლიერებს; მათ მიზანში ჰყავთ ამოღებული ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და გადაწყვეტილებების სანდოობა.

ამ ინსტრუმენტებს შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებული და მძიმე შედეგების მომტანია უცხოური ინფორმაციული მანიპულაცია და ჩარევა (FIMI). ის, როგორც წესი, კოორდინირებული დეზინფორმაციული კამპანიების სახით გვევლინება, რომლებიც განსაკუთრებით არჩევნების ან პოლიტიკური არასტაბილურობის დროს აქტიურდება.

საქართველოში, ორი წლის წინ, არჩევნებზე ყველაზე თანამედროვე ტექნიკური თავდაცვითი მექანიზმების არსებობის მიუხედავად, დეზინფორმაციამ და საარჩევნო დარღვევების შესახებ ცრუ ბრალდებებმა პოლარიზაცია გააღრმავა და არჩევნების საკითხის გარშემო არეულობას შეუწყო ხელი. უცხოეთიდან დაფინანსებული ზოგიერთი ჯგუფი თავად საარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და ლეგიტიმურობის მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას ცდილობდა. ეს ნათლად გვახსენებს, რომ საინფორმაციო სივრცეში მედეგობა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და, შესაბამისად, დემოკრატიული პროცესების დასაცავად.

ფარული უცხოური დაფინანსება განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ის ხშირად დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრის ყველაზე ნაკლებად ხილული და ყველაზე დამაზიანებელი საშუალებაა. როდესაც გარე აქტორები კონკრეტულ შიდა პოლიტიკურ ძალებს აფინანსებენ, ისინი არსებულ განსხვავებებს აღრმავებენ და ჩვეულებრივ პოლიტიკურ განხილვას საკუთარი სასურველი ხედვის გატარებისა და პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავების იარაღად აქცევენ.

სახელმწიფოთა მზარდი რაოდენობა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ოდესღაც სხვაგან ამგვარ კანონმდებლობას აკრიტიკებდნენ, ახლა თავად უპირისპირდება ამ რისკებს: ავსტრალია, კანადა, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები და მრავალი სხვა ქვეყანა ამკაცრებს გამჭვირვალობისა და უცხოური დაფინანსების მარეგულირებელ კანონმდებლობას. ეს კანონმდებლობა თავდაცვითი დემოკრატიის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული მედეგობის გაძლიერების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა.

უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დემოკრატიული ღირებულებებიდან გადახვევა კი არა, პირიქით, მათი დაცვის საშუალებაა. პრინციპი ასეთია: ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულ მთავრობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმ ფულისა და გავლენის შესახებ, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში ხვდება,“ - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ჩარევა იშვიათად არის ცალმხრივი.

,,ბევრი სახელმწიფო, რომლებიც საერთაშორისო წესრიგის რღვევას გმობენ, ამავდროულად სხვა ქვეყნების შიდა საქმეებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ. ეროვნული პარლამენტები ამ გამოწვევას იზოლირებულად არ უნდა უმკლავდებოდნენ. ევროპის საბჭოს ბოლოდროინდელი საქმიანობა, მათ შორის, უცხოური ჩარევის შესახებ რეზოლუცია, დემოკრატიისა და არჩევნების დაცვის საკითხებზე მიმდინარე დისკუსიები, უკვე ქმნის კარგ საფუძველს.

უცხოური ჩარევა სახიფათოა სუვერენიტეტისა და დემოკრატიისთვის, მიუხედავად იმისა, მტრული თუ არამტრული აქტორის მიერ ხორციელდება. უცხოური ჩარევა თავისთავად მტრული ქმედებაა, რადგან მისი მიზანი ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიის შეზღუდვაა. შესაბამისად, იგი მტრულ ქმედებად რჩება, იმის მიუხედავად, მტრისგან მომდინარეობს თუ დაუძინებელი მეგობრისგან.

ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლის ერთადერთი გზა საერთო საერთაშორისო სტანდარტის შემუშავებაა. დადგა დრო, შეიქმნას უცხოური ჩარევისა და დაფინანსების გამჭვირვალობისა და რეგულირების სტანდარტი, რომელიც სუვერენიტეტს, ანგარიშვალდებულებასა და თანხმობას დაეფუძნება.

მხოლოდ მედეგი და ანგარიშვალდებული დემოკრატიები, რომლებიც საერთო წესებით მოქმედებენ, შეძლებენ ჰიბრიდულ საფრთხეებთან სათანადო გამკლავებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 6
  1. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილი: დადგა დრო, შეიქმნას უცხოური ჩარევისა და დაფინანსების რეგულირების საერთაშირისო სტანდარტი, რომელიც სუვერენიტეტსა და ანგარიშვალდებულებას დაეფუძნება
  2. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: ჰიბრიდული საფრთხეები, მათ შორის დეზინფორმაცია, უცხოური ჩარევა და დაფინანსება, იშვიათად მოქმედებენ ცალ-ცალკე. ისინი ერთმანეთს აძლიერებენ და აქვთ ერთი სამიზნე - ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და გადაწყვეტილებების სანდოობა
  3. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – დადგა დრო, შეიქმნას უცხოური ჩარევისა და დაფინანსების რეგულირების საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც დაეფუძნება სუვერენიტეტსა და ანგარიშვალდებულებას
  4. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დემოკრატიული ღირებულებებიდან გადახვევა კი არა, მათი დაცვის საშუალებაა - ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულ მთავრობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმ ფულისა და გავლენის შესახებ, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში ხვდება
  5. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: „დადგა დრო, შეიქმნას უცხოური ჩარევისა და დაფინანსების რეგულირების საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც სუვერენიტეტსა და ანგარიშვალდებულებას დაეფუძნება“
  6. რუსთავი 2სამთავრობოპარლამენტის თავმჯდომარე PACE-ს კონფერენციაზე - რა საკითხებზე გაამახვილა პაპუაშვილმა ყურადღება და რა შეხვედრები ჰქონდა საპარლამენტო დელეგაციას
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი – დღეს სიტყვით მაინც ყველა აღიარებს, რომ უცხოურ ჩარევას სჭირდება რეგულაცია და ამ რეგულაციებისთვის უნდა შეიქმნას საერთაშორისო სტანდარტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები