ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: დღეს სიტყვით მაინც ყველა აღიარებს, რომ უცხოური ჩარევა რეგულაციას საჭიროებს და ამისთვის საერთაშორისო სტანდარტი უნდა შეიქმნას. ასე რომ, გზა, რაც საქართველოს გამჭვირვალობის კანონმა გაჭრა, დღეს ამ გზაზე ბევრი დგას

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილი ზოგიერთ ქვეყანას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საქართველოს გამჭვირვალობის კანონის კრიტიკის მიუხედავად, საფრანგეთმა მსგავსი კანონმდებლობა მიიღო, ხოლო უცხოური ჩარევის საწინააღმდეგო საერთაშორისო სტანდარტის შექმნას საფუძვლად სწორედ საქართველოს გამოცდილება დაედება.

შალვა პაპუაშვილი: დღეს სიტყვით მაინც ყველა აღიარებს, რომ უცხოური ჩარევა რეგულაციას საჭიროებს და ამისთვის საერთაშორისო სტანდარტი უნდა შეიქმნას. ასე რომ, გზა, რაც საქართველოს გამჭვირვალობის კანონმა გაჭრა, დღეს ამ გზაზე ბევრი დგას
შალვა პაპუაშვილი: დღეს სიტყვით მაინც ყველა აღიარებს, რომ უცხოური ჩარევა რეგულაციას საჭიროებს და ამისთვის საერთაშორისო სტანდარტი უნდა შეიქმნას. ასე რომ, გზა, რაც საქართველოს გამჭვირვალობის კანონმა გაჭრა, დღეს ამ გზაზე ბევრი დგასრუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი იტალიაში გრძელდება. შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მონაწილეობს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყანა საკუთარი თავისთვის ინფორმაციულ სტაბილურობასა და დეზინფორმაციისგან დაცვას აუცილებლობად მიიჩნევს, საქართველოს მიმართ ხშირად განსხვავებული და კრიტიკული მიდგომა ფიქსირდება.

"დაიწყო ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენცია. გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ მონაწილეობა ამ კონფერენციაში, რომელიც, გარდა ძირითადი თემებისა, საშუალებას გვაძლევს, ორმხრივი შეხვედრები გვქონდეს კოლეგებთან.

რაც შეეხება თავად კონფერენციას, პირველი თემა ჰიბრიდული საფრთხეები იქნება, სადაც მეც მექნება გამოსვლა. თუმცა, აქამდე გამოსვლების პათოსს თუ შევაჯამებთ, ჩვენს სათქმელს ამბობს ყველა. საფრანგეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა ერთ-ერთი ძირითადი მოხსენება და ის სიტყვა-სიტყვით საუბრობდა იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ - რა არის საგარეო ინფორმაციის მანიპულაცია და ჩარევა, როგორ იცავენ თავს კანონმდებლობით და ახსენა ის კანონმდებლობა, რომელზეც ჩვენ არაერთხელ მივუთითეთ (რომელიც გამჭვირვალობის კანონის მიღებიდან რამდენიმე კვირაში, 2024 წელს მიიღო საფრანგეთმა). შესაბამისად, ამ მხრივ სრული შესატყვისობაა ჩვენს პოზიციებთან.

მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ვხვდებით, როდესაც საქართველოს მიმართ არის კრიტიკაა, ვხვდებით იმას, რომ სხვასთან და საკუთარ თავთან მიმართებით განსხვავებული დამოკიდებულებაა. როდესაც საქმე მათ ეხებათ, ზოგიერთი ქვეყანა ფიქრობს, რომ ინფორმაციული სტაბილურობა, ქვეყნის დეზინფორმაციისგან და გარე ჩარევისგან დაცვა ღირს, ხოლო როდესაც საქმე სხვას, ამ შემთხვევაში საქართველოს ეხება, ზოგიერთს სხვანაირი სტანდარტი ურჩევნია.

ნებისმიერ შემთხვევაში, მიხარია ერთი რამ: დღეს სიტყვით მაინც ყველა აღიარებს, რომ უცხოური ჩარევა რეგულაციას საჭიროებს და ამისთვის საერთაშორისო სტანდარტი უნდა შეიქმნას. ასე რომ, ის გზა, რაც საქართველოს გამჭვირვალობის კანონმა გაჭრა, ვხედავთ, რომ დღეს ამ გზაზე ბევრი დგას და დარწმუნებულები ვართ, სწორედ საქართველოს გამოცდილება იქნება ერთ-ერთი ფუძემდებლური უცხოური ჩარევის საწინააღმდეგო საერთაშორისო სტანდარტის შესაქმნელად", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დაიწყო ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენცია. გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ მონაწილეობა ამ კონფერენციაში, რომელიც, გარდა ძირითადი თემებისა, საშუალებას გვაძლევს, ორმხრივი შეხვედრები გვქონდეს კოლეგებთან. რაც შეეხება თავად კონფერენციას, პირველი თემა ჰიბრიდული საფრთხეები იქნება, სადაც მეც მექნება გამოსვლა. თუმცა, აქამდე გამოსვლების პათოსს თუ შევაჯამებთ, ჩვენს სათქმელს ამბობს ყველა. საფრანგეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა ერთ-ერთი ძირითადი მოხსენება და ის სიტყვა-სიტყვით საუბრობდა იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ - რა არის საგარეო ინფორმაციის მანიპულაცია და ჩარევა, როგორ იცავენ თავს კანონმდებლობით და ახსენა ის კანონმდებლობა, რომელზეც ჩვენ არაერთხელ მივუთითეთ (რომელიც გამჭვირვალობის კანონის მიღებიდან რამდენიმე კვირაში, 2024 წელს მიიღო საფრანგეთმა). შესაბამისად, ამ მხრივ სრული შესატყვისობაა ჩვენს პოზიციებთან. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ვხვდებით, როდესაც საქართველოს მიმართ არის კრიტიკაა, ვხვდებით იმას, რომ სხვასთან და საკუთარ თავთან მიმართებით განსხვავებული დამოკიდებულებაა. როდესაც საქმე მათ ეხებათ, ზოგიერთი ქვეყანა ფიქრობს, რომ ინფორმაციული სტაბილურობა, ქვეყნის დეზინფორმაციისგან და გარე ჩარევისგან დაცვა ღირს, ხოლო როდესაც საქმე სხვას, ამ შემთხვევაში საქართველოს ეხება, ზოგიერთს სხვანაირი სტანდარტი ურჩევნია. ნებისმიერ შემთხვევაში, მიხარია ერთი რამ: დღეს სიტყვით მაინც ყველა აღიარებს, რომ უცხოური ჩარევა რეგულაციას საჭიროებს და ამისთვის საერთაშორისო სტანდარტი უნდა შეიქმნას. ასე რომ, ის გზა, რაც საქართველოს გამჭვირვალობის კანონმა გაჭრა, ვხედავთ, რომ დღეს ამ გზაზე ბევრი დგას და დარწმუნებულები ვართ, სწორედ საქართველოს გამოცდილება იქნება ერთ-ერთი ფუძემდებლური უცხოური ჩარევის საწინააღმდეგო საერთაშორისო სტანდარტის შესაქმნელად“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?