ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველო ივანიშვილის გარეშე! - 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს

ოპოზიციის ალიანსი 25 ოქტომბრიდან იწყებს კამპანიას „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ და 28 ნოემბერს თბილისში ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ივანიშვილს ძალაუფლება არალეგიტიმურად აქვს მითვისებული და პარტიების აკრძალვით ხალხის თავისუფალ არჩევანს უპირისპირდება.

საქართველო ივანიშვილის გარეშე! - 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
საქართველო ივანიშვილის გარეშე! - 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებსTV პირველი

ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! საქართველო ივანიშვილის გარეშე! - 25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს.

როგორც მათ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, კამპანია მიზნად ისახავს 28 ნოემბერს დიდი აქციის მოწყობას თბილისში საქართველოსთვის, სადაც მოქალაქე თავისუფალი და დაცულია, ოჯახი ძლიერია და ცხოვრების ხარისხი ევროპულია.

ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს საკუთარ მომავალს - ივანიშვილის გარეშე, - განაცხადეს ალიანსის წარმომადგენლებმა.

ოპოზიციური პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. მას უნდა, ქართველი ხალხი დაარწმუნოს, რომ მისი რეჟიმი შეუცვლელია და საზოგადოება სისტემურ სიღარიბესა და კორუფციას, უპერსპექტივობასა და ემიგრაციას შეაგუოს. შეაგუოს ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან იზოლაციას, რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენას., რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ტოლფასია.

მაგრამ ერთია მას რა უნდა, მეორეა რის საშუალებას მივცემთ.

სინამდვილეში, ამ თავზეხელაღებული ნაბიჯით, მილიარდერი მხოლოდ საკუთარი ლეგიტიმაციის კრიზისს ამხელს - ადასტურებს, რომ ძალაუფლება არალეგიტიმურად აქვს მითვისებული და მისი შენარჩუნება მხოლოდ აკრძალვებსა და რეპრესიებზეა დამოკიდებული.

სინამდვილეში, ამ სასოწარკვეთილი ნაბიჯით, ივანიშვილი აღიარებს, რომ ის არ ენდობა ქართველ ხალხს - მას ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის ეშინია. სწორედ ამიტომ ართმევს მილიონზე მეტ ამომრჩეველს არჩევანის უფლებას და დაახლოებით ამდენივე ემიგრანტს ხმას.

სწორად ეშინია, რადგან ივანიშვილს არ გააჩნია პასუხი სისტემურ სიღარიბეზე, მაღალ ფასებზე, ემიგრაციით დახლეჩილი ოჯახების პერსპექტივაზე, განათლების ხარისხზე, კორუფციაზე, უმუშევრობაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე - არაფერზე, რაც ქართველ ხალხს რეალურად აწუხებს.

სწორედ ამ პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად კრძალავს უკეთესი მომავლის პერსპექტივას და ამ გზით ცდილობს მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებას, იმისათვის, რომ ქართველი ხალხის ძარცვა და გაღარიბება შეუფერხებლად განაგრძოს.

მაგრამ, რამდენი პარტიაც არ უნდა აკრძალოს ივანიშვილმა, ჩვენი, დემოკრატიული ოპოზიციის ამოცანა არ იცვლება - მშვიდობიანი და პრინციპული წინააღმდეგობის გაფართოება იქამდე, ვიდრე რეჟიმს არ დავათმობინებთ იმას, რაც მიიტაცა - თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.

რა აკრძალვაც არ უნდა დაწეროს ივანიშვილმა ქაღალდზე, ჩვენ მყარად გვჯერა, რომ ქართული საზოგადოება არ დათმობს უფლებას თავად გადაწყვიტოს, ვის ანდოს საკუთარი მომავალი და არ დათმობს პერსპექტივას, იცხოვროს სამართლიან, უსაფრთხო საქართველოში, სადაც პატიოსანი შრომა დაფასებულია და ცხოვრების ხარისხი ევროპულია.

25 ოქტომბერს, თსუ-ს პირველ კორპუსთან შევიკრიბებით და დავიწყებთ ალიანსის ერთობლივ კამპანიას საქართველოზე, ივანიშვილის გარეშე, რადგან ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს,

კამპანია მიზნად ისახავს 28 ნოემბერს დიდი აქციის მოწყობას თბილისში საქართველოსთვის, სადაც მოქალაქე თავისუფალი და დაცულია, ოჯახი ძლიერია და ცხოვრების ხარისხი ევროპულია.

ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს საკუთარ მომავალს - ივანიშვილის გარეშე.

25 ოქტომბერს, 19 საათზე თსუ-თან, - განაცხადეს ალიანსში.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?