ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოპოზიციის ნაწილი საკონსტიტუციოს სხდომებში მონაწილეობას აანონსებს

კოალიცია ცვლილებისთვისლელოგახარია საქართველოსთვისნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლოფედერალისტებიქართული ოცნება

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ლელო“ დაესწრებიან, პარალელურად კი 25 ოქტომბერს თბილისში საპროტესტო აქცია დაანონსდა. საქმის განხილვამდე მოსამართლე მანანა კობახიძემ უფლებამოსილება ვადამდე შეიწყვიტა.

ოპოზიციის ნაწილი საკონსტიტუციოს სხდომებში მონაწილეობას აანონსებს
ოპოზიციის ნაწილი საკონსტიტუციოს სხდომებში მონაწილეობას აანონსებსრადიო თავისუფლება

„ოპოზიციის ალიანსმა“, რომლის შემადგენლობაშიც „კოალიცია ცვლილებისთვის“ შედის, 25 ოქტომბერს თბილისში საპროტესტო აქციაც დააანონსა.

სასამართლო სხდომებში მონაწილეობას აპირებს „ძლიერი საქართველო - ლელოც“. პარტიებს, „გახარია საქართველოსთვის“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება.

„კოალიცია ცვლილებისთვის“

„ჩვენ ვიქნებით ყველგან, სასამართლო დარბაზებში, ბათუმში და, რაც მთავარია, ქუჩაში, თბილისში. გავაპროტესტებთ ყველაფერს უშიშრად, ხისტად“, - თქვა ნიკა გვარამიამ.

მისი შეფასებით, პარტიების აკრძალვის მოთხოვნით შეტანილი სარჩელი „არის ქვეყნისთვის დემოკრატიის წართმევა, მთავარი ოცნების, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის წართმევა“.

გვარამიას თქმით, ფართომასშტაბიანი საპროტესტო კამპანია 25 ოქტომბერს დაიწყება. აქცია თბილისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, 19:00 საათზე გაიმართება.

ბრიფინგს ესწრებოდა „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილიც, რომელიც მანამდე სასამართლოში დაგეგმილ განხილვებზე აცხადებდა, რომ „ფარსში მონაწილეობას არ აპირებდა“.

„ძლიერი საქართველო - ლელო“

საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვაში „თავისი კვალიფიციური იურისტების გუნდთან ერთად“ მონაწილეობას მიიღებს „ძლიერი საქართველო - ლელო“. ამის შესახებ პარტიის წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა.

„ჩვენ გამოვიყენებთ ინსტიტუციური ბრძოლის ყველა პლატფორმას. საკონსტიტუციო სასამართლო იქნება ტრიბუნა, რომლითაც ვამხელთ „ქართულ ოცნებას“ ქართული საზოგადოების, საერთაშორისო თანამეგობრობისა და ისტორიის წინაშე. საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი მონაწილეობით „ქართული ოცნების“ პოლიტიკური განაჩენის მნიშვნელოვანი მონაკვეთი დაიწერება. ის სამართლებრივ საფუძველს მისცემს საერთაშორისო საზოგადოებასა და ინსტიტუტებს შესაბამისი რეაგირებისთვის“, - თქვა სიორიძემ.

„ლელოს“ შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ შეტანილი სარჩელი სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და საქართველოში „ავტოკრატიის შემდგომ კონსოლიდაციას“ ემსახურება.

„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი დღეს ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ მათი ამომრჩევლის, ქართველი ხალხის არჩევანი“, - აცხადებენ პარტიაში.

„ნაციონალური მოძრაობა“

სასამართლო პროცესში მონაწილეობის საკითხზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მსჯელობა მიმდინარეობს. საბოლოო გადაწყვეტილება პარტიას ამ ეტაპზე არ მიუღია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც მიმდინარეობს.

„როგორი იქნება ჩვენი გადაწყვეტილება ამ სამარცხვინო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში წარმოგიდგენთ“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მან „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს „ზორკინის დოკუმენტი“ უწოდა და თქვა, რომ ის რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

ვალერი ზორკინი რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა.

დეკანოიძის შეფასებით, სარჩელი საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სახელმწიფოებრიობას. მისი მტკიცებით, დოკუმენტი რუსეთის მოთხოვნებს ასახავს, მათ შორის 2008 წლის ომთან დაკავშირებით.

თემას პარტიის დამფუძნებელი, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა.

„ვერანაირ პარტიებს უნიათო დიქტატორი ვერ აკრძალავს! ხოლო თუ მართლა იმდენად გაგიჟდა, რომ ეს გააკეთა, ამით საკუთარ ყელს გამოიჭრის ელვისებურად“, - დაწერა სააკაშვილმა.

„გახარია საქართველოსთვის“

დეპუტატი გიგა ფარულავა აცხადებს, რომ სასამართლო პროცესში მონაწილეობის საკითხზე პარტიაში მსჯელობა მიმდინარეობს და გადაწყვეტილებას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობენ.

მისი თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოში პარტიების აკრძალვის მექანიზმის გამოყენება მიუღებელია.

„ნებისმიერი პარტია ოპონენტმა უნდა დაამარცხოს თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო გარემოში“, - თქვა ფარულავამ.

ის მიიჩნევს, რომ „გახარია საქართველოსთვის“ დამატება საკონსტიტუციო სარჩელში გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარე „პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა“.

სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო. სასამართლოს ვებგვერდზე 13 ოქტომბერს გამოქვეყნებული საოქმო ჩანაწერის თანახმად, საქმეს პლენუმი შვიდი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს.

სარჩელი „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატმა 24 სექტემბერს შეიტანა. ისინი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას მოითხოვენ:

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“;

„კოალიცია ცვლილებისთვის“;

„ძლიერი საქართველო - ლელო“;

„ფედერალისტები“;

„გახარია საქართველოსთვის“.

სარჩელზე გადაწყვეტილების მისაღებად საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა თვე, 2027 წლის 24 ივნისამდე აქვს.

8 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ. ევროპარლამენტარების ნაწილმა „ქართული ოცნება“ ერთპარტიული რეჟიმის დამყარების მცდელობაში დაადანაშაულა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებენ.

მანანა კობახიძის გადადგომა

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვამდე საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლე მანანა კობახიძემ დატოვა.

კობახიძემ 9 ოქტომბერს სასამართლოს თვითგანრიდების შუამდგომლობით მიმართა. მისი განმარტებით, პროცესში მონაწილეობას შესაძლოა საზოგადოებაში საქმის მიუკერძოებელი და ობიექტური განხილვის შესახებ ეჭვები გაეჩინა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსამართლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. კობახიძემ გადაწყვეტილებას განსხვავებული აზრი დაურთო.

13 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ კობახიძეს პირადი განცხადების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. მას უფლებამოსილების ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა. კობახიძეს გადაწყვეტილების მიზეზებზე დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ვიქნებით ყველგან, სასამართლო დარბაზებში, ბათუმში და, რაც მთავარია, ქუჩაში, თბილისში. გავაპროტესტებთ ყველაფერს უშიშრად, ხისტად“
ნიკა გვარამია
„არის ქვეყნისთვის დემოკრატიის წართმევა, მთავარი ოცნების, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის წართმევა“
„ჩვენ გამოვიყენებთ ინსტიტუციური ბრძოლის ყველა პლატფორმას. საკონსტიტუციო სასამართლო იქნება ტრიბუნა, რომლითაც ვამხელთ „ქართულ ოცნებას“ ქართული საზოგადოების, საერთაშორისო თანამეგობრობისა და ისტორიის წინაშე. საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი მონაწილეობით „ქართული ოცნების“ პოლიტიკური განაჩენის მნიშვნელოვანი მონაკვეთი დაიწერება. ის სამართლებრივ საფუძველს მისცემს საერთაშორისო საზოგადოებასა და ინსტიტუტებს შესაბამისი რეაგირებისთვის“
„როგორი იქნება ჩვენი გადაწყვეტილება ამ სამარცხვინო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში წარმოგიდგენთ“
„ვერანაირ პარტიებს უნიათო დიქტატორი ვერ აკრძალავს! ხოლო თუ მართლა იმდენად გაგიჟდა, რომ ეს გააკეთა, ამით საკუთარ ყელს გამოიჭრის ელვისებურად“
„ნებისმიერი პარტია ოპონენტმა უნდა დაამარცხოს თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო გარემოში“
„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი დღეს ცდილობს აკრძალოს არა პარტიები, არამედ მათი ამომრჩევლის, ქართველი ხალხის არჩევანი“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?