პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეზღუდვა მოხსნილია და უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს განაახლებს. მან აშშ-ის მიერ დაზვერვის ინფორმაციის შეწყვეტა და Starlink-ის შეფერხებაც გააკრიტიკა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს
ინტერპრესნიუსი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა განაახლებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს.

„ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმაზე შეზღუდვა მოხსნილია. მორჩა, დავასრულეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში.

მან უკმაყოფილება გამოთქვა აშშ-ის მხრიდან სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების „სახიფათო“ შეწყვეტისა და, ამავდროულად, Starlink-ის სატელიტური ინტერნეტსერვისის მუშაობის შესუსტების გამო.

ზელენსკიმ ასევე გააკრიტიკა ვაშინგტონის სურვილი, მოსკოვთან ბიზნესგარიგებები დადოს, და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აშკარა სიმპათია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ. კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება აიხსნას ამ ორ ლიდერს შორის ურთიერთობა, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ტრამპს ინსტინქტური მიზიდულობა აქვს ავტოკრატებისა და ზემდიდარი ადამიანების მიმართ.

„ის [ტრამპი] ღიად და ხმამაღლა საუბრობს იმაზე, რომ ასეთი ადამიანები მოსწონს და პატივს სცემს. რადგან, მისი აზრით, ადამიანები, რომლებსაც 20, 30 ან 40 წლის განმავლობაში შეუძლიათ ლიდერობა, ესე იგი, ძალიან ძლიერები არიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან აშშ-ის სურვილის გათვალისწინებით, ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები სამი დღით შეაჩერა, მაშინ როცა მოსკოვი კვლავ განაგრძობდა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასირებულ იერიშებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას - მხოლოდ ბოლო კვირაში 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ზელენსკის თქმით, მიუხედავად უკრაინის მხრიდან დარტყმების შეჩერებისა, მის ძალებს არ მიეწოდებოდათ აშშ-ის ადრეული გაფრთხილების სიგნალები მოახლოებული ბალისტიკური რაკეტების შესახებ. ამასთან, ილონ მასკის თანამგზავრული საკომუნიკაციო სერვისის, Starlink-ის, მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით შენელდა, რამაც შეაფერხა ფრონტის ხაზზე ოპერაციები და რუსეთის სამხედრო ობიექტებზე საშუალო რადიუსის დარტყმების განხორციელება.

ზელენსკის თქმით, ამერიკელმა კოლეგებმა უკრაინელ სამხედრო მაღალჩინოსნებს განუცხადეს: „თუ არ შეწყვეტთ [ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს], ჩვენ შეგიწყვეტთ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას“; თუმცა, მოგვიანებით კიევს ეს ტექნიკური ხარვეზად წარუდგინეს.

მან ასევე უარყო მოსაზრება, თითქოს Starlink-ის სატელიტურ სისტემაში შეფერხებები რაიმე გაუმართაობით იყო გამოწვეული. „ეს არ ყოფილა ტექნიკური პრობლემა, ეს იყო სურვილი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 4
  1. იმედინიუსისამთავრობოზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს
  2. რუსთავი 2სამთავრობოზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს - Financial Times
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიუკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს
  4. ფორმულაოპოზიციურიუკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს
  5. ბათუმელებიოპოზიციურიუკრაინა განაახლებს დარტყმებს რუსეთის ნავთობის ქარხნებზე – ზელენსკი
  6. ფორმულაოპოზიციურიზელენსკი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშების განახლებას აანონსებს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეაჩეროს, თუ ვაშინგტონი კიევს Patriot-ის სისტემისთვის რაკეტებს მიაწვდისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები