პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს - Financial Times

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს. მან აშშ-ის მხრიდან სადაზვერვო ინფორმაციის შეზღუდვასა და Starlink-ის მუშაობის შეფერხებაზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, ტექნიკური პრობლემა კი არა, „ნების გამოხატვა იყო“.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს - Financial Times
რუსთავი 2

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

ზელენსკიმ ასევე გამოთქვა შეშფოთება აშშ-ის მიერ მიწოდებული სადაზვერვო ინფორმაციის შემცირებაზე და Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ ქსელის მუშაობის გაუარესებაზე, რაც რუსეთის მიერ ინტენსიური თავდასხმების პერიოდს ემთხვევა.

ორ ლიდერს შორის ურთიერთობის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას, ზელენსკიმ თქვა, რომ ტრამპს ინსტინქტური მიდრეკილება აქვს ავტოკრატებისა და სუპერმდიდრების მიმართ.

"ის [ტრამპი] ღიად და ხმამაღლა საუბრობს იმაზე, თუ რამდენად უყვარს და პატივს სცემს ამ ტიპის ადამიანებს. რადგან მისთვის, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ 20, 30, 40 წლის განმავლობაში ლიდერობა, ნიშნავს, რომ ისინი შეიძლება ძალიან ძლიერები იყვნენ", - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც გამოცემა წერს, ვაშინგტონმა კიევზე ზეწოლა გააძლიერა და მოითხოვა, რომ შეწყვიტოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები. ამერიკული მხარის თქმით, მორატორიუმის შემოღება - აშშ-სა და მოსკოვს შორის ასობით ათასი ტონა რუსული დიზელის საწვავის შესყიდვის შესახებ დადებულ შეთანხმებასთან ერთად, აუცილებელია შეერთებულ შტატებში საწვავის ფასების შესამცირებლად.

ზელენსკის განცხადებით, მან სამი დღით შეაჩერა ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები აშშ-ის მოთხოვნების შესასრულებლად, მაშინ, როდესაც მოსკოვი აგრძელებდა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს, რის შედეგადაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის პაუზის მიუხედავად, მისი შეიარაღებულ ძალები ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების მონაცემების გარეშე დარჩნენ, რომელსაც აშშ აწვდიდა. გარდა ამისა, ილონ მასკის მიერ უზრუნველყოფილი Starlink-ის თანამგზავრული ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით შენელდა, რამაც ხელი შეუშალა ფრონტის ხაზზე ოპერაციებს და რუსული სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ საშუალო რადიუსის დარტყმებს.

ზელენსკის განმარტებით, მისმა ამერიკელმა კოლეგებმა გააფრთხილეს უკრაინელი სამხედროები: "თუ არ შეწყვეტთ [ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს], ჩვენ შეგიჩერებთ სადაზვერვო ინფორმაციაზე წვდომას".

ზელენსკიმ ასევე უარყო მოსაზრება, რომ Starlink-ის თანამგზავრული სისტემის შეფერხებები შესაძლოა რაიმე გაუმართაობით ყოფილიყო გამოწვეული: "ეს ტექნიკური პრობლემა არ იყო, ეს ნების გამოხატვა იყო" - აღნიშნა ზელენსკიმ

ადრე ტრამპმა უარყო, რომ ვაშინგტონმა შეწყვიტა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება. ოთხშაბათს საღამოს, ილონ მასკმა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ Starshield-ის სისტემები - Starlink ტექნოლოგიაზე აგებული სამხედრო თანამგზავრული ქსელი - "აშშ-ის მთავრობას ეკუთვნის და მის კონტროლს ექვემდებარება“. მასკმა დასძინა: "სიჩქარის ან გამოყენების ნებისმიერ შეზღუდვას განსაზღვრავენ აშშ-ის სამხედროები და საბოლოოდ აშშ-ის პრეზიდენტი“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიუკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს
  3. ფორმულაოპოზიციურიუკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურივოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს
  5. ბათუმელებიოპოზიციურიუკრაინა განაახლებს დარტყმებს რუსეთის ნავთობის ქარხნებზე – ზელენსკი
  6. ფორმულაოპოზიციურიზელენსკი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშების განახლებას აანონსებს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეაჩეროს, თუ ვაშინგტონი კიევს Patriot-ის სისტემისთვის რაკეტებს მიაწვდისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები