ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ესპანეთში სამუშაო ვიზიტისას, ესპანეთის ეროვნული პოლიციის „თეთრი ჯვრით“ დააჯილდოვეს საქართველოს შსს-ს მაღალჩინოსნები, მათ შორის მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორი დავით კიკნაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდარუსთავი 2

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, დავით კიკნაძის ხელმძღვანელობით, ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში.

ცერემონიას ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიციის გენერალური დირექტორი, ფრანცისკო პადრო პიკერასი მასპინძლობდა.

ღონისძიების ფარგლებში, ფრანცისკო პადრო პიკერასმა საქართველოსა და ესპანეთის სამართალდამცავ ორგანოებს შორის წარმატებული და ნაყოფიერი საპოლიციო თანამშრომლობისთვის, ეროვნული პოლიციის "თეთრი ჯვრით" დააჯილდოვა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - დავით კიკნაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი - სოფიო იმერლიშვილი, ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - ირაკლი დონდოლაძე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ესპანეთის სამართალდამცავ ორგანოებს შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიციის "თეთრი ჯვრის" ჯილდო მიენიჭა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს - რონი მესხს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პეტრ პაველი - დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის „დიზელის გარიგებამ“ სამშვიდობო პროცესში წინსვლა შეაფერხაწაიკითხე

უახლესი ამბები