ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამუშაო ვიზიტით ისრაელის პოლიციის დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამუშაო ვიზიტით ისრაელის პოლიციის დელეგაცია ეწვია, რომელსაც პოლკოვნიკი უზი ადარი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამუშაო ვიზიტით ისრაელის პოლიციის დელეგაცია ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამუშაო ვიზიტით ისრაელის პოლიციის დელეგაცია ეწვიარუსთავი 2

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამუშაო ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს პოლიციის დელეგაცია ეწვია, რომელსაც ჩრდილოეთ რეგიონის პოლიციის სპეციალური ოპერაციების დანაყოფის მეთაური, პოლკოვნიკი უზი ადარი ხელმძღვანელობდა.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ისრაელის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობის გაღრმავების გეგმები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს ეწვივნენ და მათ საქმიანობას გაეცნენ.

ვიზიტის დასასრულს, დელეგაციის ხელმძღვანელმა ქართულ მხარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები