საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამუშაო ვიზიტით ისრაელის პოლიციის დელეგაცია ეწვია
საქართველოს შსს-ს ისრაელის პოლიციის დელეგაცია ეწვია, რომელსაც პოლკოვნიკი უზი ადარი ხელმძღვანელობდა. მხარეებმა სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება განიხილეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამუშაო ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს პოლიციის დელეგაცია ეწვია, რომელსაც ჩრდილოეთ რეგიონის პოლიციის სპეციალური ოპერაციების დანაყოფის მეთაური, პოლკოვნიკი უზი ადარი ხელმძღვანელობდა.
შსს-ს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ისრაელის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობის გაღრმავების გეგმები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს ეწვივნენ და მათ საქმიანობას გაეცნენ.
ვიზიტის დასასრულს დელეგაციის ხელმძღვანელმა ქართულ მხარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზაობა გამოთქვა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.