ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“გერან-5“ – ეს აპარატები აღარ იქნებიან დამოკიდებული არც ილონ მასკზე, არც მისი Starlink-ის სამხედრო ტერმინალ, Starshield-ზე!” – ირაკლი მელაშვილი

ირაკლი მელაშვილის განცხადებით, უკრაინაში რუსული რეაქტიული დრონების წინააღმდეგ ახალი დრონ-გადამჭერი შექმნეს, რომლის სრული ავტონომიზაცია ქვეყანას ილონ მასკის Starlink-ზე, Starshield-სა და უცხოელ პარტნიორებზე დამოკიდებულებისგან გაათავისუფლებს.

“გერან-5“ – ეს აპარატები აღარ იქნებიან დამოკიდებული არც ილონ მასკზე, არც მისი Starlink-ის სამხედრო ტერმინალ, Starshield-ზე!” – ირაკლი მელაშვილი
“გერან-5“ – ეს აპარატები აღარ იქნებიან დამოკიდებული არც ილონ მასკზე, არც მისი Starlink-ის სამხედრო ტერმინალ, Starshield-ზე!” – ირაკლი მელაშვილიალია

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

ილონ მასკის მიერ უკრაინისთვის Starlink-ი სამხედრო ტერმინალებზე, Starshield-ზე მუშაობის შეზღუდვები დაწესებასთან ერთად , უკრაინიდან ძალიან კარგი ინფორმაციებიც არის!

ახალი უკრაინული ელიტის ძალა იმაშია, რომ ის თავისი დასავლელი პარტნიორების უსამართლო გადაწყვეტილებების გამო წარმოქმნილ სირთულეებზე კი არ წუწუნებს, (ასეთი ბევრი დაგროვდა ათწლეულობის განმავლობაში, დაწყებული ე.წ. “ბუდაპეშტის მემორანდუმიდან”!) არამედ ცდილობს მიაგნოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ქვეყანას ნაკლებად დამოკიდებულს გახდის რუსეთის აგრესიიის წინააღმდეგ ბრძოლაში თავიან არაპროგონიზირებადი პარტნიორების გადაწყვეტილებებზე.

უფრო ზუსტად, საუბარია ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფიოდოროვისა და პავლო ელიზაროვის მონაწილეობით შექმნილ ახალ დრონ-გადამჭერზე, რომელიც სპეციალურად რუსული რეაქტიული „გერან-5“-ების წინააღმდეგ არის გათვლილი.

მიხაილო ფიოდოროვმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ელიზაროვთან, სამხედროებთან და ინჟინრებთან ერთად შექმნეს ახალი გადამჭერი დრონი. ამ აპარატზე მუშაობის დაწყებიდან რუსული რეაქტიული დრონის პირველ დადასტურებულ ჩამოგდებამდე მხოლოდ ერთი თვე გავიდა. მისი თქმით, Lasar’s Group-ის ეკიპაჟებმა საბრძოლო გამოცდების დროს რამდენიმე დღეში ორი რეაქტიული „გერან-5“ ჩამოაგდეს, რომლებიც კიევის მიმართულებით მიფრინავდნენ.

ამ ინფორმაციაში ორი ძალიან საინტერესო დეტალია:

1. ფიოდოროვი ამბობს, რომ დრონის სიჩქარე საშუალებას იძლევა რეაქტიული „შაჰედები“/„გერანები“ ქალაქამდე მისვლამდე გადაიჭიროს. ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად შემცირდება შემთხვევები, როც დასახლებების თავზე ჩამოგდებული რუსული დრონების ნამსხვრებვები აზიანებდა ინფრასტრუქტურას და, რაც მთავარია საფრთხეს უქმნიდა ადამიანებს.

2. ამ ეტაპზე ამ ახალ დრონ – გადამჭერს ჯერ კიდევ ადამიანი მართავს, ფიოდოროვის განცხადებით მათი მიზანია მისი სრულად ავტონომიურ სისტემად ქცევა, ანუ საჰაერო თავდაცვის ახალმა უკრაინულმა დრონმა თავად უნდა აღმოაჩინოს და გაანადგუროს სამიზნე. ასეთ შემთხვევაში, უკრაინული საჰაერო თავდაცის ეს აპარატები აღარ იქნებიან დამოკიდებული არც ილონ მასკზე, არც მისი Starlink-ის სამხედრო ტერმინალ, Starshield-ზე!

ამრიგად უკრაინა ცდილობს და თანდათან ახერხებს საჰაერო თავდაცვის ისეთი სისტემების შექმნას, რომლებიც სატელიტურ კომუნიკაციაზე და მის უცხოელ მფლობელებზე ნაკლებად იქნებიან დამოკიდებული.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ამ სამუშაოების ტემპი და მასშტაბი. ფიოდოროვი თქმით, ისინი ახლოს არიან მიზანთან, სრულიად ავტონომიური გახადონ ახალი დრონ- გადამჭერები და დაიწყონ მათი მასობრივი წარმოება, მინიმუმ რამდენიმე ასეული ასეთი გადამჭერი დრონი თვეში. ეს ფაქტობრივად მოხსნის რუსული რეაქტიული დრონების პრობლემას უკრაინის ცაში, რომლებიც ბოლო თვეების მანძილზე უკრაინას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დრონების ავტონომიური მართვის სისტემები, შექმნისთანავე გამოყენებული იქნება უკრაინის შემტევ დრონებზე, რაც კიდევ უფრო შეამცირებს ნებისმიერი უცხოელი პოლიტიკური ლიდერის თუ მასკისნაირი ტექნოოლიგარქის შესაძლებლოებს, უკარნახოს უკრაინას თავიანთი პირობები, ივაჭროს ამ ქვეყნის თავისუფლებითა და სუვერენიტეტით.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?