პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“პუტინს ჩინეთში ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი დაახვედრეს” – ირაკლი მელაშვილი

ირაკლი მელაშვილის განცხადებით, პუტინის ვიზიტისას ჩინეთმა დრონების კომპონენტების ექსპორტი შეზღუდა, რაც რუსეთის მიერ რეაქტიული „შაჰედების“ აწყობას მძიმე დარტყმას მიაყენებს.

“პუტინს ჩინეთში ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი დაახვედრეს” – ირაკლი მელაშვილი
ალია

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

პუტინს ჩინეთში ვიზიტის დროს ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი დაახვედრეს. სიმბოლურად, სწორედ 18 ნოემბერს, ანუ იმავე დღეს, როცა ის ჩინეთის ქალაქ შენჟენში სი ძინპინსა და დონალდ ტრამპს შეხვდა, ძალაში შევიდა ჩინეთის კომერციის სამინისტროს გადაწყვეტილება (№49), რომლითაც შეიზღუდა უპილოტო საფრენი აპარატების კომპონენტების ექსპორტი. შეზღუდვა ეხება ჩინეთიდან იმ კომპონენტების გატანას, რომლებსაც რუსეთი ალაბუგას ქარხანაში რეაქტიული „შაჰედების“ (Geran) ასაწყობად იყენებენ. ჩამონათვალში შედის:

• რეაქტიული ძრავები (400 ნიუტონზე მეტი წევით) და 16 კვტ-ზე მძლავრი დრონის სხვა ძრავები.

• რადიომოდულები (30 dBm ან მეტი სიმძლავრის, რომლებსაც 10-ზე მეტი დრონის ჯგუფურად მართვა შეუძლია);

• მძლავრი უჯაგრისო ელექტროძრავები და სიჩქარის ელექტრონული კონტროლერები.

ოფიციალურმა კიევმა მადლობა გადაუხადა პეკინს ამ ნაბიჯისთვის და აღნიშნა, რომ ეს კარგი დასაწყისია, თუმცა მთავარი იქნება, რამდენად მკაცრად გააკონტროლებს ჩინეთი ამ ლიცენზიების გაცემასა და რეგულაციების აღსრულებას.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია, ექსპერტები მიუთითებენ, რომ დიდი ალბათობით ეს გადაწყვეტილება ამერიკული და ჩინური მხარეების კონკრეტული გარიგების ნაწილი იყო. ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ზავის გაგრძელების ვადა 10 იანვარს იწურება, ხოლო პეკინის მთავარი ინტერესი ამერიკული ტექნოლოგიებისა და ნახევარგამტარების (მიკროჩიპების) ექსპორტზე დაწესებული სანქციების შერბილებაა.

ანალიტიკოსების შეფასებით, პეკინმა ამ ნაბიჯით ვაშინგტონს აჩვენა კეთილი ნება და სცადა გაექარწყლებინა ამერიკული მხარის ბრალდებები, რომ ჩინეთი ფარულად ეხმარება რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს. რუსეთის რეაქტიული „შაჰედების“ ყველა მოდიფიკაციაში: Geran-3, Geran-4 და Geran-5, ჩინური კომპანია Telefly (Shenzhen Xianghao Communication)-ის მიერ დამზადებული ტურბორეაქტიული ძრავები (JT80, LX-WP-160 და TF-TJ2000A) დგას.

თუკი ჩინეთმა თავისი გადაწყვეტილება ნამდვილად დაიცვა, ეს იქნება ძალიან მძიმე დარტყმა რუსეთზე, რადგანაც რუსეთს არ აქვს მსგავსი მცირე ზომის რეაქტიული ძრავების დამოუკიდებლად, მასობრივად წარმოების შესაძლებლობა. თათარსტანში, ალაბუგას ქარხანაში რეალურად ხდება ჩინური მზა ძრავების აწყობა და დრონებში ჩამონტაჟება.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შენჟენში ჩინეთის, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები