ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მასკმა უკრაინა Starlink-ის „თავდასხმითი“ დარტყმებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში კი უპასუხეს, რომ ეს „ტექნიკურად შეუძლებელია“

ილონ მასკმა უკრაინელი სამხედროები Starlink-ის თავდასხმითი დარტყმებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ეს ხვრელი დაიხურა. უკრაინულ მხარეში კი ბრალდებას უპასუხეს, რომ სამოქალაქო სისტემის დრონებისთვის გამოყენება ტექნიკურად შეუძლებელი იყო.

მასკმა უკრაინა Starlink-ის „თავდასხმითი“ დარტყმებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში კი უპასუხეს, რომ ეს „ტექნიკურად შეუძლებელია“
მასკმა უკრაინა Starlink-ის „თავდასხმითი“ დარტყმებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში კი უპასუხეს, რომ ეს „ტექნიკურად შეუძლებელია“იმედინიუსი

SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა უკრაინელი სამხედროები Starlink-ის თანამგზავრული კავშირის გამოყენების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა.

„უკრაინელმა სამხედროებმა დაარღვიეს Starlink-ის გამოყენების პირობები და მას ადამიანების მკვლელობის მიზნით უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმითი დარტყმებისთვის იყენებდნენ. ეს ხვრელი გასულ კვირას დაიხურა“, - დაწერა მასკმა სოციალურ ქსელ X-ში.

მან დასძინა, რომ Starlink-ის გამოყენება ადამიანების მკვლელობის მიზნით „არასდროს ყოფილა ნებადართული და არც უნდა იყოს ნებადართული“, მაშინ როდესაც Starshield [Starlink-ის სამხედრო ვერსიაა] სხვა სისტემაა და აშშ-ის მთავრობის კონტროლქვეშ იმყოფება. „რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მასთან დაკავშირებით, მათზეა დამოკიდებული“, - დაწერა მასკმა.

მისივე თქმით, Starlink-ი რომ გამორთულიყო, „უკრაინის ფრონტის ხაზი დაუყოვნებლივ ჩამოიშლებოდა“. „ეს არ არის მუქარა, ეს უბრალოდ ფაქტის კონსტატაციაა“, - განაცხადა მან. მასკმა ასევე აღნიშნა, რომ SpaceX-მა „უკრაინის დასაცავად ბევრად მეტი გააკეთა, ვიდრე დედამიწაზე ნებისმიერმა სხვა კერძო კომპანიამ“.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა თავდაცვის ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარების საკითხებში, სერგეი „ფლეშ“ ბესკრესტნოვმა განაცხადა, რომ Starlink-ი რუსეთის ტერიტორიაზე არ მუშაობს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს​ დრონებით შორ და საშუალო მანძილზე დარტყმების მისატანად მისი გამოყენება „ფიზიკურად არ შეუძლიათ“.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა, სერგეი სტერნენკომ დასძინა, რომ ნებისმიერი თანამგზავრული ტერმინალის მოძრაობაში სამუშაოდ საჭირო იყო მისი სპეციალურ „თეთრ სიაში“ შეყვანა და სამხედრო სისტემა Starshield-თან მიერთება, რაც ნიშნავს, რომ სამოქალაქო Starlink-ის გამოყენება უპილოტო აპარატების საშუალებით ამოცანების შესასრულებლად „ტექნიკურად შეუძლებელი“ იყო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინაში Starlink-ის სიჩქარის შეზღუდვები მოიხსნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები