ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ახლა გაიაზრეთ წაკითხული და დაფიქრდით ამერიკაში “ექსპორტირებულ” რუსულ დიზელზე, რომლის იდეაც კი ფანტასმაგორიაა” – ზურაბ გურული

ზურაბ გურული აცხადებს, რომ ევროპული ქვეყნები რუსული ენერგორესურსების მიღებას გამონაკლისების ხარჯზე აგრძელებენ, ხოლო აშშ-ში რუსული დიზელის „ექსპორტზე“ გავრცელებულ ცნობებს ფანტასმაგორიას და პროპაგანდას უწოდებს.

“ახლა გაიაზრეთ წაკითხული და დაფიქრდით ამერიკაში “ექსპორტირებულ” რუსულ დიზელზე, რომლის იდეაც კი ფანტასმაგორიაა” – ზურაბ გურული
“ახლა გაიაზრეთ წაკითხული და დაფიქრდით ამერიკაში “ექსპორტირებულ” რუსულ დიზელზე, რომლის იდეაც კი ფანტასმაგორიაა” – ზურაბ გურულიალია

მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:

რეალობა პოლიტ-პათეტიკის მიღმა, ანუ ნაცრისფერის ორმოცდაათი ელფერი

———————–

ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევების ცენტრის – CREA – მონაცემების თანახმად, 2026 წლის ივლისის თვეში ევროკავშირის პორტებში შევიდა გადამუშავებული რუსული ნავთობით დატვირთული 18 გემი. ყველაზე მეტი ტანკერი მიიღეს ესპანეთმა და კვიპროსმა.

ჰმ, ესპანეთმა… “უკეთილშობილესი” პედრო სანჩესის ქვეყანამ.

ევროკავშირმა უფლება დართო უნგრეთს და სლოვაკეთს, გააგრძელონ რუსული ნავთობის მიღება ნავთობსადენით – “დრუჟბა”.

ასევე “უკეთილშობილესი” პეტერ მადიარის ქვეყანა არ აპირებს რუსულ ნავთობზე უარის თქმას. უკრაინაც არ აპროტესტებს, რადგან უნგრელები და სლოვაკები გადამუშავებული რუსული ნავთობიდან მიღებულ დიზელს ისევ უკრაინელებს აწვდიან.

ევროკავშირის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მარტიდან 2026 წლის ივლისამდე ევროკავშირმა გააკეთა 197 მილიარდი ევროს რუსული ენერგიის იმპორტი.

ევროკავშირის ჯამური დახმარება უკრაინისათვის არის – 228 მილიარდი ევრო.

ანუ, ევროკავშირმა ომის მეხუთე წლისათვის, უკრაინას და რუსეთს დაახლოებით თანაბარი რაოდენობის ტრანშები მიაწოდა.

ერთმორწმუნე საბერძნეთმა დაბლოკა ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი მანამ, სანამ ევროკავშირმა გამონაკლისი არ დაუშვა ბერძნული კომპანიისათვის – “დაინაგას”, რომელიც ეკუთვნის ბერძენ მილიარდერ გიორგი პროკოპიუს.

“დაინაგას” ჰყავს სპეციალური არქტიკული ყინულმჭრელები, რომელთა საშუალებითაც რუსული არქტიკის “იამალის” საბადოდან გათხევადებული ბუნებრივი გაზის ექსპორტს ეწევა მთელ მსოფლიოში და ამით კოლოსალურ მოგებას იღებს. პროკოპიუ აშენდა ევროსანქციების ფონზე, რადგან მის კომპანის ფაქტიური ექსკლუზივი აქვს რუსული თხევადი გაზის ექსპორტზე და ამით მილიარდებს შოულობს. ევროკავშირს ამაზე თვალს დახუჭვა უწევს.

დიდი ბრიტანეთი ოფიციალურად აძლევს უფლებას თავის კომპანიებს, რომ ინდოეთისა და თურქეთის ქარხნებში გადამუშავებული რუსული ნავთობიდან დამზადებული დიზელი და საავიაციო საწვავი შემოიტანონ ქვეყანაში.

ოღონდ, პირობას იძლევა, რომ 2027 წელს აღარ გააგრძელებს ამ იმპორტს.

საფრანგეთისათვის ასევე გამონაკლისი დაუშვა ევროკავშირმა თავისი სანქციებიდან და საფრანგეთი ამჟამადაც რჩება რუსული გაზის უდიდეს მომხმარებლად. თუმცა, სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ამავე დროს ამ გაზის რე-ექსპორტს აკეთებს გერმანიაში, რადგან გერმანიას ეუხერხულება თავად გააკეთოს პირდაპირი იმპორტი რუსეთიდან.

ახლა გაიაზრეთ წაკითხული და დაფიქრდით ამერიკაში “ექსპორტირებულ” რუსულ დიზელზე, რომლის არათუ განხორციელება, არამედ იდეაც კი ფანტასმაგორიაა ნებისმიერი ანალიტიკური თვალსაზრისით.

დაფიქრდით და მიხვდებით თუ როგორ მუშაობს პროპაგანდისტული მედია და მისი მოხალისე თუ უხალისო რუპორები.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?