უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე 2022 წლიდან დღემდე, რუსეთმა ევროკავშირს 286 მილიარდი ევროს ნავთობი და ბუნებრივი აირი მიჰყიდა
ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, სანქციების მიუხედავად, 2022 წლიდან რუსეთმა ევროკავშირს $320 მილიარდის ენერგორესურსები მიაწოდა. პარალელურად, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის რუსული დიზელის მიწოდების შეთანხმება ამოქმედდა, რასაც დონალდ ტრამპი „მთელი მსოფლიოსთვის“ სასარგებლო გარიგებას უწოდებს.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, სანქციების მიუხედავად, 2022 წლიდან დღემდე რუსეთმა ევროკავშირს 286 მილიარდი ევროს ნავთობი და ბუნებრივი აირი მიჰყიდა. ოფიციალურ მონაცემებს რუსეთის ვიცე-პრემიერი ავრცელებს.
რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, ევროპული ქვეყნების ნაწილი რუსული ენერგორესურსების შესყიდვას კვლავაც განაგრძობს.
"2022 წლიდან დღემდე 320 მილიარდი დოლარი - ეს არის ევროკავშირის ქვეყნებში ენერგორესურსების მიწოდების მოცულობა. 2026 წელს, მხოლოდ ცხრა თვეში, ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ევროპას უკვე მივაწოდეთ 21,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსები.
სასანქციო შეზღუდვების მიუხედავად, მაინც გრძელდება ენერგორესურსების მიწოდება ცალკეული მიმართულებებით, რომლებზეც გამონაკლისებია დაშვებული. რუსეთი, როგორც საიმედო მიმწოდებელი, რომელიც ყოველთვის უზრუნველყოფდა გაფორმებულ კონტრაქტებს, აგრძელებს თავისი ვალდებულებების შესრულებას", - განაცხადა ალექსანდრ ნოვაკმა.
პარალელურად, ამოქმედდა შეთანხმება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის, რომელიც შტატებისთვის და გლობალური ბაზრისთვის რუსული დიზელის მიწოდებას ითვალისწინებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განაცხადებით, ეს გარიგება არა მხოლოდ მისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაა.
"ეს გარიგება მხოლოდ ჩემთვის არ არის, ეს მთელი მსოფლიოსთვისაა. მხარს ვუჭერ ყველაფერს, რაც ჩვენს ფერმერებსა და მეურნეობებს წაადგება. რაც შეეხება ზელენსკის - ვფიქრობ, მან ამ თემაზე საუბრის ნაცვლად ყურადღება შეთანხმების მიღწევაზე უნდა გაამახვილოს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ციტატები სტატიიდან
„2022 წლიდან დღემდე 320 მილიარდი დოლარი - ეს არის ევროკავშირის ქვეყნებში ენერგორესურსების მიწოდების მოცულობა. 2026 წელს, მხოლოდ ცხრა თვეში, ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ევროპას უკვე მივაწოდეთ 21,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსები. სასანქციო შეზღუდვების მიუხედავად, მაინც გრძელდება ენერგორესურსების მიწოდება ცალკეული მიმართულებებით, რომლებზეც გამონაკლისებია დაშვებული. რუსეთი, როგორც საიმედო მიმწოდებელი, რომელიც ყოველთვის უზრუნველყოფდა გაფორმებულ კონტრაქტებს, აგრძელებს თავისი ვალდებულებების შესრულებას“
„ეს გარიგება მხოლოდ ჩემთვის არ არის, ეს მთელი მსოფლიოსთვისაა. მხარს ვუჭერ ყველაფერს, რაც ჩვენს ფერმერებსა და მეურნეობებს წაადგება. რაც შეეხება ზელენსკის - ვფიქრობ, მან ამ თემაზე საუბრის ნაცვლად ყურადღება შეთანხმების მიღწევაზე უნდა გაამახვილოს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.