ლევან სანიკიძე: სინამდვილეში, მანდ გადის მთავარი პოლიტიკური ბრძოლის ველი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან სანიკიძე:
ზოგიერთი ოპოზიციონერი გაწაფულია „ჩამოდით ეთერებიდან“ ძახილში. მარტო ეთერი და ონლაინ აქტიურობა რომ არაა საკმარისი, ეგ ცალსახად ასეა, მაგრამ უმაგისოდ რომ არაფერი გამოვა, ამაში ვერავინ გადამარწმუნებს.
სინამდვილეში, მანდ გადის მთავარი პოლიტიკური ბრძოლის ველი. სანამ ოპოზიციური მედიასაშუალებები ჯერ კიდევ ანთია, სწორედ მანდ უნდა ხედავდეს მოქალაქე, რომ ოპოზიციონერი პატრიოტია, გამჭრიახია, მახვილი სიტყვის პატრონია, რომელზეც მთავრობა რეაგირებს და არა პირიქით, მომავლის ხედვა აქვს და ა.შ.
მოკლედ მთავარია რას ლაპარაკობ, რა ამახსოვრდებათ შენზე და როგორ უპირისპირდება შენი მართალი სიტყვა ქოცების ტყუილს.
ე.წ. ხელისუფლების მხრიდან სიტყვების წარმოთქმის წინააღმდეგ ბრძოლა ამის გამოძახილია. ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ ივანიშვილის დამარცხება მის მიერ შექმნილი პროპაგანდისტული ურჩხულის დამარცხებაზე გადის.
ჩემს მაგალითზე გეტყვით: ფაქტობრივად, არ არსებობს, მასობრივ მედიაში ოდნავ გავაქტიურდე და საღამოს ამაზე მთელი პროპაგანდა არ მომიტრიალდეს. ეს ნიშნავს, რომ სწორად მოვარტყი. თუ ქოცებისგან გამოხმაურება არ არის, ესე იგი, ტყუილად გავისარჯე.
მახარებს, რომ სოციალურ მედიაში განსაკუთრებით გაიზარდა იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომელიც მიზანში ურტყამს რუსულ პროპაგანდას. კიდევ უფრო მეტმა უნდა იაქტიუროს.
აღარ არის სამყარო ისეთი, რაც 20 წლის წინ იყო. სიმართლე თუ ვერ გაიტანე, მედიაში ომი თუ წააგე და შენზე დაბეტონდა შთაბეჭდილება, რომ უთვისტომო, გაყიდული აკაცუკი ხარ, ვის რა უნდა მოუგო?
„დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და ღმერთი იყო სიტყვა.“
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.