ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2027 წელს საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 5.7 პროცენტი იქნება, სომხეთში – 5.5 პროცენტი, აზერბაიჯანში კი 2.3 პროცენტი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2027 წელს საქართველოს რეალური მშპ 5.7%-ით გაიზრდება, რაც სომხეთისა (5.5%) და აზერბაიჯანის (2.3%) მაჩვენებლებს აჭარბებს. ანგარიშის მიხედვით, უმუშევრობა ქვეყანაში 13.9%-ის დონეზე შენარჩუნდება, ხოლო ფასების ზრდის ტემპი 3.6%-მდე შემცირდება.

სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2027 წელს საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 5.7 პროცენტი იქნება, სომხეთში – 5.5 პროცენტი, აზერბაიჯანში კი 2.3 პროცენტი
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2027 წელს საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 5.7 პროცენტი იქნება, სომხეთში – 5.5 პროცენტი, აზერბაიჯანში კი 2.3 პროცენტიპირველი არხი

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის 2027 წლის ეკონომიკური პროგნოზი წარმოადგინა. ექსპერტების პროგნოზით, საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2027 წელს 5.7 პროცენტი იქნება, სომხეთში – 5.5 პროცენტი, აზერბაიჯანში კი 2.3 პროცენტი.

ამასთან, 2026 წლის პროგნოზით, საქართველოს მშპ-ს ზრდა 7.2 პროცენტი იქნება, სომხეთის 5.5 პროცენტი, აზერბაიჯანის კი 1.7 პროცენტი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უმუშევრობის პროგნოზებსაც აქვეყნებს, რომლის თანახმად, 2027 წელს საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 2026 წლის მსგავსად 13.9 პროცენტი იქნება, სომხეთში 12.7 პროცენტი, აზერბაიჯანში კი 5.2 პროცენტი. 2026 წლის მაჩვენებლით სომხეთში უმუშევრობა 12.8 პროცენტზეა, აზერბაიჯანში კი 5.3 პროცენტზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი საქართველოში – 2026 წელს 5.4 პროცენტით და 2027 წელს 3.6 პროცენტით; სომხეთში 2026 წელს 4.6 პროცენტით და 2027 წელს 3.6 პროცენტით, ხოლო აზერბაიჯანში – 2026 წელს 5.8 პროცენტით და 2027 წელს 5.6 პროცენტით; არის განსაზღვრული.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?